სააქციო საზოგადოება –„ქ. თბილისის ორგანო–თერაპიული პრეპარატების ქარხანა“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ქ. თბილისის ორგანო–თერაპიული პრეპარატების ქარხნის“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ “საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე , 2018 წლის 12 ნოემბერს, 1300 საათზე, მოწვეულია სააქციო საზოგადოება „ქ. თბილისის ორგანო–თერაპიული პრეპარატების ქარხნის“, (ს/№ 206027173) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. 25-ში (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).
საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1. მოგების განაწილების საკითხის განხილვა.
2. საფირმო სახელწოდების შეცვლა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2018 წლის 2 ნოემბერი სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს „ქ. თბილისის ორგანო–თერაპიული პრეპარატების ქარხნის“ ადმინისტრაციაში ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 12 ნოემბერს 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და წარმომადგენლობის შემთხვევაში – მინდობილობა.
აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაც ი ის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. 25-ში, ტელ. : 597191852.
საზოგადოების დირექტორი რომან წოწორია
22.10.2018 წ.