ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2018
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2018
matsne.gov.ge 1,129 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 08.01.2018 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2017 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.05.2018 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.03.2020 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №40 2018 წლის 31 ოქტომბერი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის, მე-4 ნაწილის და 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება მუხლი 1🔗 ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომ – საბჭო) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერთან (შემდგომ – მერი) არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხობის მუნიციპალიტეტში (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შემდგომ – შშმ პირები) ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.  მუხლი 2🔗 საბჭო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.  მუხლი 3🔗 1. საბჭო კომპლექტდება არანაკლებ 9 წევრისგან. 2. საბჭოს წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და საბჭოს წევრებისგან. 4. საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება სოციალური სფეროს კურატორი მერის მოადგილე. 5. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სამსახურების საჯარო მოხელეები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 6. საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლების გარეშე. მუხლი 4🔗 საბჭოს ამოცანებია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; ბ) შშმ პირთა უფლებების დაცვა და ამ ნიშნით მათი დისკრიმინაციის აღკვეთა; გ) შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნა; დ) არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) შშმ პირებისთვის შესაბამისი ადაპტირებული და ინკლუზიური გარემოს შექმნა; ვ) შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელშეწყობა; ზ) შშმ პირთა თემისა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების გაძლიერება. მუხლი 5🔗 1. საბჭოს ფუნქციებია: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) მერიის შესაბამისი სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;  ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისთვის რეკომენდაციების მომზადება, შესაბამის სამსახურებთან ერთად; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სამსახურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით მერის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მერისთვის წარდგენა;  მ) შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მოქმედი სამსახურების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზირებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; პ) სხვა ფუნქციების განხორციელება, საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მერიის სამსახურებიდან.  მუხლი 6🔗 საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; გ) იწვევს საბჭოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს, დავალებებს აძლევს საბჭოს წევრებს; დ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს; ე) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს. მუხლი 7🔗 საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, მისი არყოფნის შემთხვევაში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 8🔗 საბჭოს მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; ბ) აწარმოებს საბჭოს სხდომების დოკუმენტაციას; გ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; დ) თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების აღრიცხვას; ე) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; ვ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა საბჭოს წევრებისთვის დარიგებას და კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვება-დამუშავებას; მუხლი 9🔗 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები; მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს მერს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) საბჭოს წარუდგინოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს  წევრის  უფლებამოსილების  შეწყვეტის  საფუძველია:  ა) პირადი განცხადება:  ბ) სხდომის არასაპატიო  მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ  გაცდენა;  გ) თუ მის  მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის  სასამართლოში  გასაჩივრების  ვადა;  დ) თუ სასამართლომ  უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდამჭერის   მიმღებად  ცნო (თუ სასამართლოს  გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული);  ე) გარდაცვალება;  ვ) სამსახურებრივი ან/და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.  მუხლი 10🔗 1. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოს სხდომაზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდასაორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის გამართვის თარიღი, დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე.  8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 11🔗 1. საბჭო გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მერს, ყოველი კალენდარული წლის ივნისსა და დეკემბერში. 2. მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.