შპს „დოგანის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 18429-201 3
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2018 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, შპს ,,დოგანის“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,დოგანის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს ,,დოგანის“ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
2014 წლის 12 თებერვალს, 2014 წლის 13 თებერვალს და 2016 წლის 8 აპრილს შპს ,,დოგანის“ კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა კრედიტორების: ი.მ. ,,პაატა დავითინიძის“, შპს ,,აგრო ტრეიდის“, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“, შპს ,,დაფნას“, შპს ,,საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის“, სს ,,კავკასიის განვითარების ბანკის“, შპს ,,კორნექსის“, ოქტაი ოზთურქის, არკადი ხაჩატურიანის, მარგარიტა გოცირიძის, კახა ცეცხლაძის, უჩა გოგინავას, ვასილ ბურნაძის, ამირან ხატინოვის, ხვიჩა გოგინავას, გოჩა გოგინავას, ქეთევან ზაზიაშვილის, გიორგი საყევარიშვილის, რუბენ საპონჯანის, შალიკო პოღოსოვის, ფაიგ გეიდაროვის, გაიანე ბაბუციძის, ირაკლი ყიყიშვილის, შპს ,,ბენას“, სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნები. დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი. (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განჩინებით შპს ,,დოგანის“ კრედიტორთა რეესტრში შპს ,,საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის“ უფლებამონაცვლედ დაშვებული იქნა ოქტაი ოზთურქი). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „დოგანის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და 2016 წლის 08 აპრილს კრედიტორთა კრებაზე შპს „დოგანის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.
2018 წლის 10 სექტემბერს შპს „დოგანის“ გაკოტრების მმართველმა – სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების პოზიცია, მიაჩნია, რომ შპს „დოგანის“ მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებს და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივლისს დასრულებულ აუქციონზე მოვალის ქონების შემძენი გახდა ოქტაი ოზთურქი, რომლის გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 514 961 ლარი, საიდანაც დღგ-ის სახით სსიპ ,,შემოსავლების სამსახურში“ გადარიცხულ იქნა 78 553 ლარი და 37 თეთრი. შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციით შემოსულმა თანხამ შეადგინა 436 407ლარი და 63 თეთრი. თანხას დაემატება სს ,,საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე განთავსებული თანხა - 30 ლარი. შპს „დოგანს“ გააჩნდა დებიტორული მოთხოვნები, რომელზეც კრედიტორებმა უარი თქვეს. კრედიტორებმა ასევე უარი თქვეს მოვალის სახელზე აღრიცხულ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში ყოფილ 874 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაფარულია მდინარით და ამოირიცხა შპს ,,დოგანი“-ს სამეურვეო ქონებიდან. გაკოტრების მმართველის მიერ ამოღებულმა თანხამ ჯამში შეადგინა 436 437 ლარი და 63 თეთრი. აღნიშნული თანხა ნაწილდება შემდეგი სახით: სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ (საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების შესაბამისად) მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასური შეადგენს – 30 550 ლარს და 63 თეთრს და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების საფასური – 30 550 ლარს და 63 თეთრს. დარჩენილი თანხა – 375 336 ლარი და 37 თეთრი წარმოადგენს მე-4 რიგის კრედიტორებისათვის – სსიპ ,,შემოსავლების სამსახურისათვის“, ოქტაი ოზთურქისთვის და სს „დავუდისთვის“ პროპორციულად გასანაწილებელ თანხას. სსიპ „შემოსავლების სამსახური“ – 436 ლარი და 23 თეთრი, ოქტაი ოზთურქი – 314 849 ლარი და 96 თეთრი, სს „დავუდი“ – 60 050 ლარი და 18 თეთრი.
ამდენად, დადგენილია, რომ შპს „დოგანის“ სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონება მოვალეს არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში და აღნიშნული გარემოება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს „დოგანის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შპს „დოგანის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 206151929 ) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს „დოგანის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდეს შემდეგი სახით:
2.1 სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო – 61101 ლარი და 26 თეთრი.
2.2 სსიპ – შემოსავლების სამსახური – 436 ლარი და 23 თეთრი.
2.3 ოქტაი ოზთურქი – 314 849 ლარი და 96 თეთრი.
2.4 სს ,,დავუდი“ – 60 050 ლარი და 18 თეთრი.
3. განჩნება გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს „დოგანის“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5(ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი