სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 21 ნოემბერს, 14 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. №4.
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“ , რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ი. მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელ: 222 53 51, შესვენება 14-დან 15 საათამდე.
დღის წესრიგი
1. 2017 წლის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შედეგების განხილვა-დამტკიცება (მომხ. ზურაბ ბუბუტეიშვილი) .
2. წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხ. გიორგი ნატროშვილი).
სააქციო საზოგადოების დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი რეკომენდაციაა სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შედეგების დამტკიცება და წმინდა მოგების ნაწილის გაუნაწილებლად დატოვება.
სს „სარაჯიშვილის“ სამეთვალყურეო საბჭო