ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2018
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 10.07.2019 ქალაქ რუსთავში, გოგი დოლიძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის გოგი დოლიძის ქუჩის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 19.10.2018 ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებისთვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 23.04.2019 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების - ქ. რუსთავი, ახალი სამგორის მიმდებარე ტერიტორია-განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.07.2024 ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 28.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №184 2018 წლის  19 ოქტომბერი ქალაქი რუსთავი ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 03 ოქტომბრის №01/3427 (შემოსული დოკუმენტის №10267/02 03.10.2018) გათვალისწინებით,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია. 3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                       ლევან ონიანი