ქალაქ რუსთავში, გოგი დოლიძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის გოგი დოლიძის ქუჩის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის კედარის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის შესახვევისთვის დირიჟორის ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავში, გოგი დოლიძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის გოგი დოლიძის ქუჩის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №185
2018 წლის
19 ოქტომბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავში, გოგი დოლიძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის გოგი დოლიძის ქუჩის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობი კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 03 ოქტომბრის №01/3427 (შემოსული დოკუმენტის №10267/02, 03.10.2018 წ.,) გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ რუსთავში, გოგი დოლიძის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს გოგი დოლიძის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი