დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.10.2018
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/10/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჩხერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2018 წლის 24 სექტემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
დადგენილების მიზანი
დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა, დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ – კანონი) გამოყენებულ ტერმინებს.
2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) აღსაზრდელი – ბავშვი, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში სარგებლობს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სასკოლო მზაობის პროგრამით;
ბ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე;
გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესი – ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე, მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება;
დ) საჯარო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ე) კერძო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც არ მართავს და არ არის დაფუძნებული მუნიციპალიტეტის ან მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ;
ვ) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეებისა და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა;
თ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
მუხლი 3🔗.
მოქმედების სფერო და რეგულირების საგანი
1. წინამდებარე დოკუმენტი ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს.
2. დაწესებულებას უფლება აქვს განავრცოს ან დააკონკრეტოს ამ დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, სამსახურებრივი ინსტრუქციები, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს ამ დადგენილებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
თავი II
პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები
მუხლი 4🔗.
პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები
პერსონალი:
ა) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი;
ბ) კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და დაწესებულების შინაგანაწესს;
გ) იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ აღსაზრდელებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში;
დ) თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში. ამავე დროს არ განიხილავს და არ განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე;
ე) პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას; საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას;
ვ) ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც აღსაზრდელებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის, ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე და დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს;
თ) უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს და მისი დაზიანების შემთხვევაში შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავს შეკეთებაზე ან მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ პირს;
ი) მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს;
კ) არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით, ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულების ხელმძღვანელს აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას;
ლ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით;
მ) უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას და არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის;
ნ) არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის;
ო) სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი და განსაკუთრებული საჭიროებისა) დაწესებულების ტელეფონს იყენებს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის;
პ) საქმიანობისას იყენებს სუფთა და კომფორტულ შესამოსელს, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლება-მოვალეობების გახორციელებაში;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზრუნავს აღსაზრდელთა და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებაზე;
რ) პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ყველა შესაძლო გზით;
ს) არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე, არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ;
ტ) ზრუნავს საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციაზე და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის.
თავი III
პერსონალის
ქცევისა
და
ეთიკის
ნორმები
მუხლი 5🔗.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელებთან ურთიერთობის
დროს
პერსონალი:
ა) საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ბ) აღიარებს აღსაზრდელს როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პოზიციასა და აღქმას;
გ) აღიარებს და პატივს სცემს აღსაზრდელის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას;
დ) ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის (აღსაზრდელის) თვითმიკუთვნებულობის განცდაზე;
ე) ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა;
ვ) ზრუნავს თითოეული აღსაზრდელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე;
ზ) ურთიერთობს აღსაზრდელთან როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან;
თ) აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას აღსაზრდელის მრავალმხრივი განვითარებისთვის;
ი) ქმნის გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა;
კ) ზრუნავს აღსაზრდელის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, პირადი მაგალითით;
ლ) ითვალისწინებს აღსაზრდელისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებსა და აღსაზრდელის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად;
მ) აღსაზრდელთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გასაჯაროების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში) მოიპოვებს აღსაზრდელისა და მისი მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაწესებულების შემოწმებებში აღსაზრდელის მონაწილეობისას ან მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით;
ო) ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციის შესაბამის, ადეკვატურ ქმედებებს;
პ) იყენებს პოზიტიური დისციპლინის მეთოდებსა და სტრატეგიებს;
ჟ) თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა აღსაზრდელს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა მახასიათებლებისა;
რ) აღსაზრდელს თავს არ ახვევს საკუთარ აღმსარებლობას, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან;
ს) უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში აღსაზრდელს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ;
ტ) მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენით.
მუხლი 6🔗.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელის ოჯახთან ურთიერთობის დროს
პერსონალი:
ა) ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას აღსაზრდელის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, ხელს უწყობს მათ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში;
ბ) პატივს სცემს აღსაზრდელის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს, განურჩევლად მათი გენდერული, კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა;
გ) უზიარებს აღსაზრდელის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე აღსაზრდელის განვითარების შესახებ;
დ) ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაზე;
ე) აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით;
ვ) იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელთან და მის ოჯახთან დაკავშირებით არ განიხილავს აღსაზრდელის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა პირებთან;
ზ) დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას, თუ აღსაზრდელმა მიიღო დაზიანება, ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება;
თ) აღსაზრდელის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან;
ი) არ შედის ფამილარულ ურთიერთობებში ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თავს არიდებს მათთან კონფლიქტურ ურთიერთობას;
კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ არ იღებს ფულს ან ფასიან საჩუქარს აღსაზრდელისგან, მისი ოჯახის წევრებისაგან ან აღსაზრდელთან დაკავშირებული პირებისაგან;
ლ) არ ახვევს თავს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს აღსაზრდელის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომელთა მხრიდან.
მუხლი 7🔗.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალს აქვს კოლეგიალური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა.
2. პერსონალი:
ა) მუშაობს გუნდურად, მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის ინიციატივებს და, ასევე, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
ბ) მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში;
გ) ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას;
დ) მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით;
ე) დაწესებულებაში დაძაბული ურთიერთობის წარმოშობის შემთხვევაში ზრუნავს მის განმუხტვაზე და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე;
ვ) აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, ინდივიდუალობასა და პროფესიულ გამოცდილებას;
ზ) თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით;
თ) პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას;
ი) აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში;
კ) არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს.
მუხლი 8🔗.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თემთან ურთიერთობის დროს
პერსონალი:
ა) ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვადასხვა სახის რესურსების შესახებ (სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, სპეციალისტები და ა.შ.) და იყენებს დაწესებულების სასარგებლოდ;
ბ) აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას;
გ) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
დ) ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი;
ე) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს გარემოს დაცვაზე (არ აყენებს მას ზიანს, არ აბინძურებს და სხვა) და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვითშეგნების ფორმირებას აღსაზრდელებში.
თავი IV
პასუხისმგებლობა
მუხლი 9🔗.
პერსონალის პასუხისმგებლობა
პერსონალის მიერ ამ დოკუმენტით დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.