შპს „მეტროლაინის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/17553-18
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე – თინა ვაშაყმაძე
დირექტორი – ნინო კეკელიძე
წარმომადგენელი – ოთარ ხუციშვილი
მოთხოვნა – შპს „მეტროლაინის'' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მეტროლაინის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/ მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2018 წლის 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „მეტროლაინის“ წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით შპს „მეტროლაინის“ (ს/ნ 406029505) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და საწარმოს მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 31 აგვისტოს 10:00 სთ-ზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
ვინაიდან, კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომაზე წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილი განხილვა ვერ მოხერხდა კრედიტორთა სიმრავლის გამო, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს ,,მეტროლაინის" კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2018 წლის 02 ნოემბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:
· კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;
· გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;
3. განჩინების ასლი დაუყონებლივ გადაეცეს მეურვეს – სსიპ – „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“, რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე