შპს „ტექნიკა 2008“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9558-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/9558-18

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2018 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

განმცხადებელი – სსიპ „შემოსავლების სამსახური“

წარმომადგენელი – მამუკა ნოზაძე

მოვალე – შპს ,,ტექნიკა 2008“ (ს/ნ 206322433)

მოთხოვნა – შპს ,,ტექნიკა 2008“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ტექნიკა 2008"-ის გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/ მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის განჩინებით, შპს ,,ტექნიკა 2008“-ს (ს/კ 206322433) უარი ეთქვა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ტექნიკა 2008’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 13 მარტს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 29 მარტს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს ,,ტექნიკა 2008’’-ის (ს/კ 206322433) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და შპს ,,ტექნიკა 2008"-ის მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.

ვინაიდან, კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომაზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების სრულად განხილვა, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის შპს ,,ტექნიკა 2008" -ის კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2018 წლის 02 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:

• მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინების ასლი დაუყონებლივ გადაეცეს მეურვეს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე.