⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.06.2025)
გაუქმებულია:

ხულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.10.2018
ძალის დაკარგვა 27.06.2025
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016308
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 798 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.2018 მიღება
27.06.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ აბაშიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №88 2018 წლის 24 ოქტომბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და „გენდერული თანასწორობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად,  ხულოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ხულოს მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის, მიერ შექმნილ გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული  მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ხულოს  მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამაზ აბაშიძე დანართი ხულოს  მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდეგში – საბჭო) იქმნება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არის სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის  შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო იქმნება საკრებულოს მიერ  მისი  უფლებამოსილების ვადით. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით,  ხულოს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება  ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად  ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; გ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს  შესაბამისი რეკომენდაციები; ე) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; ვ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, მუნიციპალური პროგრამების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის გენდერულ ასპექტში და მოახდინოს მათი განხორციელების მონიტორინგი; ზ) მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების  სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში საკრებულოსთვის წარსადგენად შეიმუშაოს წინადადებები; თ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. წელიწადში ერთხელ ხულოს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. 3. საბჭო უფლებამოსილია,  ხულოს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს  ხულოს   მუნიციპალიტეტის  საკრებულო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული  წარმომადგენლებისაგან და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისაგან მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს  შვიდზე ნაკლები და დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი საბჭოს წევრებს შორის. 4. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა. მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის წესი 1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან/და საბჭოს შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივით. 3. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას კოორდინაციას უწევს და საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საბჭოს მდივანი. 4. საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს სხდომის მოწვევის თარიღს, დროს და ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს. 8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 11. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. სხდომის ჩატარების დროს და ადგილს აქვეყნებს საბჭოს მდივანი საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 12. სხდომაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ან მოქალაქეთა გაერთიანებებს. ამ მიზნით ორგანიზაციამ/მოქალაქეთა გაერთიანებამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს წერილობით საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. 13. საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებები, სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილონ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, წინადადებები და რეკომენდაციები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობონ საბჭოს. 14. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, ირჩევს საბჭო. მდივანი, ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საკრებულოს აპარატთან კოორდინაციით, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ - ტექნიკური უზრუნველყოფა  საბჭოს მუშაობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.