„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№498
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.020814
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №498

2018 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

 

1 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

დანართი №1

 

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა

ნანა ზამთარაძეკომისიის თავმჯდომარე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე;

მერაბ ჩალათაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი;

ვაჟა გელეიშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გამგე, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ქეთევან ლომიძე – კომისიის მდივანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

ირაკლი ნადარეიშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

შორენა იოსებიძე – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი;

ნანა ზაუტაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მინერალური რესურსების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი;

ვახტანგ ცინცაძე – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი;

გოჩა ფირცხელიანი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი;

მერაბ გაფრინდაშვილი – კომისიის წევრი,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;

ნინო ჩიქოვანი – კომისიის წევრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ნიკა ბოჭორიშვილი – კომისიის წევრი, სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამთო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი;

შალვა გეგია – კომისიის წევრი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეპარტამენტის გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების ასოციირებული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

არჩილ მაღალაშვილი – კომისიის წევრი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, ასოციირებული პროფესორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი;

ოთარ მაჭავარიანი – კომისიის წევრი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეგიონალური გეოლოგიისა და რუკების შედგენის განყოფილების უფროსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

დავით ლომიტაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე;

კარლო ამირგულაშვილი კომისიის წევრი, საქართველოს  გარემოს  დაცვისა  და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

2 დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ის: 

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის ამოცანაა, ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობისა და გაზის გარდა) მარაგების გამოთვლისთვის მოპოვებული გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება მარაგების დამტკიცების/ ჩამოწერის მიზნით, დასკვნის შემუშავება.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლილი საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, აგრეთვე ბალანსიდან ჩამოწერა ხდება სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემის ერთადერთი საფუძველია კომისიის დასაბუთებული დადებითი დასკვნა.“;

ბ) მე-4 მუხლში:

ბ.ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მიწისქვეშა წყლების საბადოს შესწავლა და მარაგების გამოთვლის ჰიდროგეოლოგიური ანგარიშის შედგენა უნდა მოხდეს „სასმელი, სამკურნალო მინერალური, სამრეწველო, ტექნიკური და თბოენერგეტიკული მიწისქვეშა წყლების მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციისა და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“;

ბ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოს შესწავლა და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენა უნდა მოხდეს „მყარი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციისა და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“;

ბ.გ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, კომისია თავის დასაბუთებულ დადებით დასკვნას (კომისიის სხდომის ოქმს) სხდომის გამართვიდან 14 კალენდარულ დღეში წარუდგენს სააგენტოს უფროსს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კომისიის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 14 კალენდარულ დღეში. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანების ასლი, კომისიის სხდომის სრული ოქმი და დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამდივნოს, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით/ჩამოწერით დაინტერესებულ ლიცენზიის მფლობელს გადაეცემა სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანების ასლი, დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან.“;

ბ.დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი:

„27. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია/ანგარიში კომისიის სამდივნოს მეშვეობით ყოველკვარტალურად წარედგინება სამინისტროს არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე