⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.05.2023)
გაუქმებულია:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2018
ძალის დაკარგვა 31.05.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა                №000000   ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.   1. ________________          (გადამხდელის სახელი, გვარი) 2. _______________  (გადამხდელის მისამართი) 3. _______________ (ჯარიმის ოდენობა ­– სიტყვიერად და ციფრებით) 4. _____________ (კანონის შესაბამისი მუხლი, ნაწილი)  5. ____ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)  6. საბანკო კოდი: ___________   7. სახაზინო კოდი: _________ 8. მიმღები მოლარე: ______     (ხელმოწერა) 9. შემომტანი: ––––––––––––––      (ხელმოწერა)    ბ.ა.   თარიღი: ________________            (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.169.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,765 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2018 მიღება
31.05.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საჯარიმო ქვითრის №
№-დან №-ის ჩათვლით
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №67 2018 წლის 26 ოქტომბერი ქ. დედოფლისწყარო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​​3 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1 თან ერთვის); ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) 10/10/2018, MES 31801302621 წერილით) დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 თან ერთვის); გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად (დანართი 3 თან ერთვის); დ)  საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად (დანართი 4 თან ერთვის); ე) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი 5-ის შესაბამისად (დანართი 5 თან ერთის); ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი 6-ის შესაბამისად (დანართი 6 თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე) და დედოფლისწყაროს მუნიციიპალიტეტის ადმინსტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები   (შემდგომში – საჯარო მოხელე). მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  შევსება და მისი შინაარსი 1.  საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს შემოწმება. 2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 4. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება. 6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 7. საჯარიმო ქვითრის შევსებისას აღინიშნება: ა)  შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ) შედგენის ადგილი (მისამართი); გ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა,  დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი); ე) დამრღვევის ახსნა-განმარტება; ვ) მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც ოქმს ერთვის; ზ) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; თ) საქართველოს კანონ(ებ)ის შესაბამისი მუხლ(ებ)ი, ნაწილ(ებ)ი, რომლებითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა;    ი) შეფარდებული სანქცია (ჯარიმის ოდენობა – სიტყვიერად); კ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და პირადი მონაცემები; ლ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები; მ) შენიშვნა; ნ) ოქმის შემდგენელი (ხელმოწერა), მოწმე, ასეთის არსებობის შემთხვევაში (ხელმოწერა), სამართალდამრღვევი (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა). 8.  საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის შესაბამისად. 9. საჯარიმო ქვითარი შეიცავს ბეჭდის ადგილებს.  ბეჭედი დაისმება უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც ავსებს საჯარიმო ქვითარს, ხოლო საჯარიმო ქვითრის ყუაზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 10. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება დადგენილი წესით, გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტით (დანართი 5). 11. დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 12. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები, საჯარიმო ქვითარს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 13. თუ დამრღვევი უარს ამბობს ხელმოწერაზე ან არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 14. სამართალდამრღვევი პირი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგება 1. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. საჯარიმო ქვითრის ბლანკების დამზადების ორგანიზებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან საჯარიმო ქვითრის ბლანკების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. საჯარო მოხელისათვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება მერიის ზედამხედველობის სამსახურში საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 3). 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 4). 5. ამ მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების  სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 6. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა 1. პირს, ვის მიმართაც გამოტანილია თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234​​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 7🔗. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი 6), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 8🔗. ვადების ათვლა წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. დანართი 2  საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000 შედგენის თარიღი:  _______________________  2.  შედგენის ადგილი:   __________________________________                                                        (რიცხვი, თვე, წელი)                                                                                           (მისამართი) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი,  მამის სახელი, გვარი: _________________________________________ _____________________________________________________________________________________________ სამართალდამრღვევის მონაცემები: _________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი,  გვარი,  პირადი  ნომერი  და  მისამართი;  იურიდიული  პირის შემთხვევაში –  სამართლებრივი ფორმა, დასახელება,  საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი) დამრღვევის ახსნა-განმარტება: ________________________________________________________________________________________         ______________________________________________________________________________________________ ოქმს ერთვის: ____________________________________________________________________________________________        __________________________________________________________________________________________________ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _________________________________ ___________________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ საქართველოს კანონ(ებ)ის შესაბამისი მუხლ(ებ)ი, ნაწილ(ებ)ი, რომლ(ებ)ითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა: ___________________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ შეფარდებული სანქცია: __________________________________________________________________________        (ჯარიმის ოდენობა – ­­­სიტყვიერად) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და პირადი მონაცემები: _______________________________       _______________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ შენიშვნა:______________________________________________________________________________________ ოქმის შემდგენელი: _______________________     მოწმე: ______________________________________________                                                 (ხელმოწერა)                                                                      (ხელმოწერა) სამართალდამრღვევი: ________________________________________________________________________________ (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)                                                                                                                                                  ბ.ა. ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა                №000000 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში. 1. ________________          (გადამხდელის სახელი, გვარი) 2. _______________  (გადამხდელის მისამართი) 3. _______________ (ჯარიმის ოდენობა ­– სიტყვიერად და ციფრებით) 4. _____________ (კანონის შესაბამისი მუხლი, ნაწილი)  5. ____ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)  6. საბანკო კოდი: ___________   7. სახაზინო კოდი: _________ 8. მიმღები მოლარე: ______     (ხელმოწერა) 9. შემომტანი: ––––––––––––––      (ხელმოწერა)    ბ.ა.   თარიღი: ________________            (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.     საჯარიმო ქვითარი  შეიძლება   გასაჩივრდეს შედგენიდან 10 დღის ვადაში სიღნაღის რაიონულ  სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქუჩა №15). საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება. დამკვეთი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია                                                               დამამზადებელი: მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, მერაბ კოსტავას ქ. №44                                                                  სფს-ს რეგისტრაციის № დანართი 3 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № საჯარიმო ქვითრის გაცემის თარიღი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი გაცემული საჯარიმო ქვითრის რაოდენობა საჯარიმო ქვითრის მიმღების გვარი, სახელი ხელმოწერა მიღებაზე გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი შენიშვნა №-დან №-ის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 7 8 9 დანართი 4 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი № საჯარიმო ქვითრის № ქვითრის შედგენის ადგილი და თარიღი ქვითრის შემდგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა სამართალ- დამრღვევი პირის მონაცემები სამართალდარღვევის ჩადენის არსი (მიეთითოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) გატარებული ღონისძიება შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 დანართი 5 გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა ა ქ ტ ი №----- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის                                                             ------ ---------------------- 20   წელი ზედამხედველობის სამსახური  გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის შესახებ საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა 1 2 3 4 5 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების  ჩამოწერის სისწორესю საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ----------------------------------------                                        ------------------------------                                               (სახელი, გვარი)                                                              (ხელმოწერა) სამსახურის უფროსი: ----------------------------------------                                           ------------------------------                                           (სახელი, გვარი)                                                                  (ხელმოწერა) . დანართი 6 საქმე № ––––––––– ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო  ფ უ რ ც ე ლ ი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური _____________________________________________________________________________ (სააღსრულებო ფურცლის გამცემი) ____________________________________________________________________________ საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი ____________________________________________________________________________ დადგენილების გამოტანის თარიღი ____________________________________________________________________________ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: სამსახურის უფროსი --------------------------------------                                               ------------------------------                                        (სახელი, გვარი)                                                                           (ხელმოწერა)