რკ ,,პირველი საკრედიტო კავშირის’’ ლიკვიდატრის შეტყობინება კრედიტორთა კრების გამართვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის
შეტყობინება კრედიტორთა კრების გამართვის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის №217 განკარგულების საფუძველზე, დაწყებულია რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ (ს/კ 404385063) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა არჩილ ვაშაკიძე (პ/ნ 01008005193).
2018 წლის 25 ოქტომბერს, სსიპ საკანონმდებლო მაცნეში, რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ მიერ საჯარო წესით გამოქვეყნებულ შეტყობინებაში კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ, შევიდა ცვლილება. კერძოდ, შეიცვალა მისამართი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 25 ოქტომბერს, რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ მიერ, სსიპ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში მითითებული მისამართი ძალადაკარგულია.
რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ კრედიტორთა კრება გაიმართება 2018 წლის 1 ნოემბერს, 16:00 საათზე. კრებას გაუძღვება არჩილ ვაშაკიძე.
კრებაზე ლიკვიდატორი გააკეთებს მოხსენებას 2018 წლის 1 ნოემბრამდე გატარებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
კრებაზე დასასწრებად, კრედიტორებს გთხოვთ მობრძანდეთ 01.11.2018 წ. 16:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №44/48 (სასტუმრო „ზფ პალასი“).
არჩილ ვაშაკიძე