შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ვარდენ ქოჩეჩაშვილი)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 094

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536

დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის

ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: ვარდენ ქოჩეჩაშვილი, პირადი №01007000212

მოვალე (მსესხებელი): სოლომონ ქოჩეჩაშვილი, პირადი №01007007754

იპოთეკის ხელშეკრულება: №1231232140348, თარიღი 19/02/2018

ვალდებულების წარმოშობა: 2018 წლის 31 ივნისის №2527793-9577593 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; 2018 წლის 31 იანვრის №0208.2527793.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი თბილისი, ალიო მირცხულავას ქ. №1, სართული 1, ბინა. №2, შენობა №1 და №5, საკადასტრო კოდი: 01.13.04.017.015.01.002;

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში: 46,992.05 აშშ დოლარი

(ძირი – 40,732.98 აშშ დოლარი; სარგებელი 4,017.31 აშშ დოლარი; ჯარიმა – 2,117.88 აშშ დოლარი, დაზღვევა – 123.88 აშშ დოლარი).

აუქციონის ჩატარების დრო: 12/11/2018 წლის 12:00 საათიდან 14/11/2018 წლის 13:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 46992.05 აშშ დოლარი და 590.00 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: ქალაქი თბილისი, ალიო მირცხულავას ქ. №1, სართული 1,ბინა №2,შენობა №1 და №5; ს.კ.01.13.04.017.015.01.002; 123.40 კვ.მ. ბინა

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით :

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით;

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე;

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით;

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“, ს/კ 404483536

დირექტორი გიორგი ლოლაშვილი.