სხდომის ოქმში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1076-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სხდომის ოქმში დაშვებული
უსწორობის გასწორების შესახებ
2018 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი – სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მოვალე – შპს „სანი“ (ს/კ 220016113)
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სხდომის ოქმში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2014 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მიხეილ გოგუაძემ და მოითხოვა მოვალის შპს „სანის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით, სს „თიბისი ბანკის“ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და შპს „სანის“ მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2014 წლის 4 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ნათია მიქელაძემ კრედიტორად აღიარების მოთხოვნით.
2015 წლის 4 მარტს გამართულ კრედიტორთა კრებაზე აღიარებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა და კრედიტორთა რეესტრში შეტანილია მე-6 რიგის მოთხოვნად.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა შესწორდეს კრების ოქმში დაშვებული უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.
კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საკითხი მოწესრიგებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით, რომლის 1.დ. ქვეპუნქტის მიხედვით, ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები განეკუთვნება მეოთხე რიგს.
მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 4 მარტის კრედიტორთა კრების ოქმით აღიარებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხვნა და კრედიტორთა რეესტრში შეტანილია მე-6 რიგის მოთხოვნად.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ 2015 წლის 4 მარტის კრედიტორთა კრების ოქმში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, 2014 წლის 4 მარტს წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს და მისი მოთხოვნა მე-6 რიგის ნაცვლად შეყვანლი უნდა იქნეს მე-4 რიგის მოთხოვნად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-40 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს თბილისის საქალაქო სამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მარტის კრედიტორთა კრების ოქმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა მე-6 რიგის ნაცვლად შეტანილ იქნეს მე-4 რიგის მოთხოვნად.
2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი).
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე