„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №68 |
|
2018 წლის 31 ოქტომბერი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 61 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. საანგარიშო წლის ბოლოს ფასდება საბჭოს წევრის ჩართულობა საბჭოს საქმიანობაში (დასწრების მაჩვენებელი, ინიციატივების გენერირება). შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საბჭო მსჯელობს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე და აღნიშნულის თაობაზე წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით დასაბუთებულ მოსაზრებას, რომლის საფუძველზეც საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.“.
2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 62 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. საბჭოში მოწვეული ექსპერტის უფლებამოსილების შეწყვეტისას, საბჭოს შემადგენლობაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში, საბჭოში ახალი წევრის მოწვევის მიზნით, საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს ღია შერჩევას ელექტრონული განაცხადის შევსების ფორმით. ღია შერჩევის საფუძველზე წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, საბჭო, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით მოსაზრებას ახალი წევრის მიღების თაობაზე. საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს ახალ შემადგენლობას და დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“.
3. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 63 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„63. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;
ვ) მერის მიერ განსაზღვრული გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;
ზ) გარდაცვალების შემთხვევაში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.10.2018. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.123.016471.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №68, 31.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016471 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4354188/