საქართველოს 2006 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2506
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 24/01/2006
matsne.gov.ge 739 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს 2006 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} a:link, span.MsoHyperlink {color:#003399; text-decoration:none none;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს 2006 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ფასების საერთო დონის სტაბილურობისა და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზნით საქართველოს 2006 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედოს წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 5-6%-ის ფარგლებში. ამასთანავე, ფასებზე მიწოდების, ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს, შესაძლებელია ინფლაციის დონის საპროგნოზო მაჩვენებლიდან გადახრა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის მიწოდება განხორციელდეს მასზე მოთხოვნის შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 7,5%-იანი საპროგნოზო ზრდის, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის გაგრძელების, ეროვნული ვალუტის გამოყენების არეალის გაფართოების, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფონზე მნიშვნელოვანი ოდენობის უცხოური ვალუტის შემოდინებისა და ეკონომიკის დოლარიზაციის ხარისხის შემცირების გათვალისწინებით. სარეზერვო ფულის მოცულობა გაიზარდოს 25-27%-ის ფარგლებში, რისი წყაროც უმთავრესად ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების აკუმულირება და კომერციული ბანკების დაკრედიტება უნდა იყოს. 3. ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პრიორიტეტული მიზნის გათვალისწინებით, გაიზარდოს მონეტიზაციის დონე. ფართო ფულის მატება მოხდეს ძირითადად ფინანსური შუამავლობის გაზრდით, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განხორციელებული საბანკო შუამავლობის დონის ამაღლებით (შესაბამისი ფულადი მულტიპლიკატორის მატების ხარჯზე). 4. არ მოხდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ საქართველოს მთავრობის სასესხო დავალიანების ზრდა. მთავრობის დაკრედიტება განხორციელდეს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული გრძელვადიანი სასესხო დავალიანების შემცირების შემთხვევაში, მხოლოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვით, „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული საფინანსო პროგრამის შესაბამისად. ამასთანავე, მთავრობის წმინდა დავალიანების ოდენობა წლის ბოლოსათვის არ უნდა აღემატებოდეს წლის დასაწყისში არსებულ დონეს. 5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელი, რომელიც გამოყენებული იქნება კომერციულ ბანკებთან ღია ბაზრის (რეპო) ოპერაციების წარმოებისათვის, ფულადი მასის რეგულირების მიზნით. კომერციული ბანკების ლიკვიდობის დონის მართვისათვის ასევე გამოყენებული იქნეს ერთდღიანი კრედიტებისა და დეპოზიტების, ბანკთაშორისი საკრედიტო და სადეპოზიტო აუქციონების მექანიზმები. საჭიროების შემთხვევაში, ამოქმედდეს კომერციულ ბანკებთან სვოპის ტიპის ოპერაციები. კომერციული ბანკების მოკლევადიანი დაკრედიტება განხორციელდეს ისე, რომ 2006 წლის ბოლოსათვის ეროვნული ბანკის მიმართ ბანკების წმინდა დავალიანებამ 10 მლნ ლარს არ გადააჭარბოს. 6. წლის განმავლობაში შექმნილი მაკროეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, მოხდეს მინიმალური სარეზერვო ნორმის კორექტირება, რომელიც უნდა წარიმართოს მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის დაწესებული ნორმის თანდათანობითი შემცირებით (მინიმალური გასაშუალოებული რეზერვის ნორმის ზრდის ხარჯზე). 7. სავალუტო პოლიტიკა განხორციელდეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში. ლარის კურსის მკვეთრი კონიუნქტურული რყევების თავიდან აცილებისა და სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ორმხრივი სავალუტო ინტერვენციები, ამასთანავე, ფასების სტაბილურობის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ისეთი დინამიკის ჩამოყალიბებას, რომელიც დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში. 8. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო პოლიტიკა წარმართოს ისე, რომ 2006 წლის ბოლოსათვის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ საქონლისა და მომსახურების იმპორტის 2.5 თვის ეკვივალენტის ფარგლებს მიაღწიოს. 9. საქართველოს საბანკო სისტემის შემდგომი კონსოლიდაციის, ქვეყანაში ფინანსური შუამავლობის გაუმჯობესებისა და საბანკო სისტემის მდგრადობის შემდგომი ამაღლების მიზნით გაგრძელდეს კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ეტაპობრივი ზრდა. 10. კომერციული ბანკების მეანაბრეთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავდეს კანონპროექტი საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. 11. კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო რისკების მართვის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში საკრედიტო კულტურის ამაღლების ხელშეწყობისათვის მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების შესახებ. 12. ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ განსაზღვრული „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების“ გათვალისწინების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს მუშაობა საბანკო საქმიანობისა და საბანკო ზედამხედველობის შესახებ ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფისათვის. 13. საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალიზაციის დონის გაზრდის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, 2005 წლის წმინდა მოგებიდან შესაბამისი ოდენობის თანხა მიიმართოს ეროვნული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალის დარჩენილი ნაწილის შესავსებად. ამასთანავე, გაგრძელდეს კონსულტაციები საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრის მიზნით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე თბილისი, 2005 წლის 27 დეკემბერი. №2506–რს