ქალაქ ქუთაისში, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთების შემაერთებელი უსახელო ქუჩისათვის ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2018
ძალაში შესვლა 31.10.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №115
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და ახალდაბის ჩიხისთვის დრამატურგისა და მსახიობის ავქსენტი ცაგარელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №580 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისში, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთების შემაერთებელი უსახელო ქუჩისათვის ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჭეიშვილის სახელის
მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №115
2018 წლის 31 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთების შემაერთებელი უსახელო ქუჩისათვის ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის –
რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1🔗. მიენიჭოს ქალაქ ქუთაისში, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთების შემაერთებელ უსახელო ქუჩას ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – რეზო ჭეიშვილის სახელი.
მუხლი 2🔗. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ჭიღვარიას, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული უსახელო ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შევიდეს 2018 წლის 31 ოქტომბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია