ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებული სკვერისათვის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2018
ძალაში შესვლა 31.10.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის II შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის იუნკერ ლევან კანდელაკის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ნატალია სამქანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებული სკვერისათვის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №116
2018 წლის 31 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებული სკვერისათვის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1🔗. ეწოდოს ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებულ სკვერს ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი.
მუხლი 2🔗. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სკვერის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შევიდეს 2018 წლის 31 ოქტომბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია