შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნათია ყუფარაძე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 099
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი”ს/კ 404483536
დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის
ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ნათია ყუფარაძე , პირადი N60001055713
მის: ქ.ბათუმი, შავშეთის ქ. №19/25, ბ.22
ალტ.მის: ქ.ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბ.69
მოვალე (მსესხებელი): დავით ყუფარაძე, მაია ყუფარაძე, ნათია ყუფარაძე, პირადი №60001042531/ 60001015046/60001055713
იპოთეკის ხელშეკრულება: N1040560-1 (რეგ.ნომ: 882011071398 თარიღი: 23.02.2011) რეესტრის ნომერი №110153141, დამოწმების თარიღი 21/02/2011
ვალდებულების წარმოშობა: საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №1040560, 21/02/2011; საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0003.2346826.001, 11/07/2012; შეთანხმება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №1040560 ცვლილებების შეტანის შესახებ, 11/07/2012;
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1040560-1303061, 23/02/2011;
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2108310-2156604, 17/07/2012.იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ბუხაიძე; №4, სართული 8, ბინა N69 , საკადასტრო კოდი: 03.01.02.013.01.069
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: 1) №1040560-1303061 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს: 31744.35 აშშ დოლარს; მათ შორის: ძირი – 19190.74 აშშ დოლარი, პროცენტი – 9733.09 აშშ დოლარი, ჯარიმა – 1919.07 აშშ დოლარი, დაზღვევა – 901.45 აშშ დოლარი. 2) № 2108310-2156604 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს: 16322.03 აშშ დოლარს; მათ შორის: ძირი – 8597.67 აშშ დოლარი, პროცენტი – 6610.74 აშშ დოლარი, ჯარიმა – 859.77 აშშ დოლარი, დაზღვევა – 253.85 აშშ დოლარი. სულ: 48066.38 აშშ დოლარი
სხვა ხარჯები: სპეციალისტის ავანსი 590 ლარი
აუქციონის ჩატარების დრო: 14/11/2018, 12:00 საათიდან 16/11/2018 14:00 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 33319.00 აშშ დოლარი და 590.00 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: საცხოვრებელი სახლი, ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ბუხაიძე, №4, სართული 8, ბინა№69, ფართი: 141.36 კვ.მ
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით. 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე. 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით. 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი ;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი”, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი