„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №49/ნ |
|
2018 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:
ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;
ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2018 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:
ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;
ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.
|