აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაცია შპს „აგროგეო +“ -ის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩენილი ქონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№A18024205-008/001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

შპს „აგროგეო +“ -ის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩენილი ქონების თაობაზე

 

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით (საქმე №2/20037-16) დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „ აგროგეო +“-ის მიმართ და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით (საქმე №2/20037-16) დასრულდა შპს „აგროგეო +“-ის მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის № B18040938/3 გადაწვეტილებით განხორციელდა შპს „აგროგეო +“-ის რეგისტრაციის გაუქმება.

სამეწარმეო რეესტრში შპს „აგროგეო +“-ის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩენილია ქონება. კერძოდ, შპს „აგროგეო +“-ის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება დადებითი ნაშთი ჯამში 2 626.92 (ორიათას ექვსას ოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარი და 0.36 (ოცდათექვსმეტი ცენტი) აშშ დოლარი.

განგიმარტავთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საწარმოს საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა – 2 626.92 (ორიათას ექვსას ოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარი და 0.36 (ოცდათექვსმეტი ცენტი) აშშ დოლარი, კანონით დადგენილ ვადაში მომართვის შემთხვევაში, ექვემდებარება კრედიტორთა შორის განაწილებას, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით.

შპს „აგროგეო +“-ის კრედიტორს , რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლება აქვს მიმართოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-10 კმ.

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის

ქეის-მენეჯერიქრისტინე კუბლაშვილი