2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №528
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.020843
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 747 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 03.09.2020 დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 11.02.2015 2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 02.06.2021 2022 – 2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 28.06.2021 სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 11.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №528 2018 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი; გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე − საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი  მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი; თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე − საბჭოს წევრი; ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი; კ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე − საბჭოს წევრი; ლ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − საბჭოს წევრი; ნ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი; ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული „2019-2022  წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“.    მუხლი 3🔗 დაევალოს საბჭოს 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა 2019 წლის 1 აპრილამდე. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე 2019-2022  წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება მუხლი 1🔗.   ზოგადი დებულებანი 1.  2019-2022  წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს  2019-2022  წლების  საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.      მუხლი 2🔗.  საბჭოს ამოცანა და უფლებამოსილება 1. საბჭოს ამოცანაა: ა) 2019-2022  წლების  საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შექმნის  მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, ასევე,  საჭიროებისამებრ, მათი განახლება; გ) 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან  გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით. 3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს საბჭოს მოთხოვნა. მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობა 1. საბჭოს  იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 2. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომებს. 4. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტი. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს. ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. სამდივნო ასევე უზრუნველყოფს საბჭოს მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას. 5. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო. 6. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. 7. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 8. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 9. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ  უფლებამოსილი პირი. 10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 11. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს ყველა წევრი და მდივანი.