საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
მიღების თარიღი 19.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/7/1274
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016353
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; color:#2E74B5; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { color:#2E74B5;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის
განმწესრიგებელი სხდომის
განჩინება №3/
7/1274
2018 წლის
19 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი:
დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება:
საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე და 72-ე მუხლების, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1274) მომართა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 7 ნოემბერს. №1274 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 1
9 ოქტომბერს.
2. №1274 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 88-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის სადავო, 72-ე მუხლი კი არეგულირებს მოსამართლის დაზღვევის საკითხს.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. ამავე კანონის მე-12 მუხლი კი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად კი, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე და 86-ე მუხლები განსაზღვრავს მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს და ადგენს სამართალწარმოების განხორციელების ზოგად წესს.
6. №1274 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მოსარჩელის პოზიციით, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის სათანადო სოციალური გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა შეიძლება იყოს 560 ლარი, ხოლო უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის კომპენსაცია განისაზღვრება 1200 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგება უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან მიმართებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს. მოსარჩელე მხარე ასევე დისკრიმინაციულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უზენაესი სასამართლოს წევრი სახელმწიფო კომპენსაციას იღებს უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, ხოლო სხვა მოსამართლეები მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სოციალური გარანტიები მოწესრიგებულია ორგანული კანონით, ხოლო სხვა მოსამართლეების - კანონით.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საერთო სასამართლოების მოსამართლეების სახელმწიფო კომპენსაცია უნდა იყოს ერთგვაროვანი, ამასთან, იგი უნდა ინიშნებოდეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში დაუყონებლივ და მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან. გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მოქმედი მოსამართლეების მსგავსად, ყოფილი მოსამართლეებიც სარგებლობდნენ სახელმწიფო დაზღვევით.
9. მოსარჩელის განმარტებით, პარლამენტმა შესაძლოა, დაარეგულიროს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამგვარი სოციალური გარანტიებით სარგებლობა დაუკავშიროს გარკვეულ წინაპირობებს, მაგალითად, მოსამართლედ მუშაობის სტაჟს. თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ალტერნატივა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პირის მიერ სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობასთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოსამართლის ნებისაგან დამოუკიდებლად, მას უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დაენიშნოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან მიახლოებული სახელმწიფო პენსია/კომპენსაცია.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ მოსამართლის სათანადო სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობებს მისი სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. ამასთან, მოსარჩელე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იცავს იმგვარ უფლებებს, რომლებიც უშუალოდ კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლის სოციალური გარანტიებით სარგებლობის უფლება კონსტიტუციის პრინციპებიდან და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებიდან გამომდინარეობს. ყოფილი მოსამართლისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების არარსებობის გამო კი, ირღვევა, მათ შორის, კონსტიტუციის აღნიშნული დებულებაც.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დასახელებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის,„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ემუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ხსენებული ნორმის შესაბამისად, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“.მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო კომპენსაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის შეადგენს 1200 ლარს, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის
– 560 ლარს. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, ხოლო საერთო სასამართლოების სხვა მოსამართლეებს
– არა. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი მოპყრობა დისკრიმინაციული ხასიათისაა. იგი მიიჩნევს, რომ საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ უნდა არსებობდეს თანაბარი რეგულირება და ყველა მოსამართლის სახელწმიფო კომპენსაცია უნდა განისაზღვროს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობით.
3. მაშასადამე, მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას იმგვარად, რომ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის თანაბარი ოდენობით და იმავე საფუძვლებით. ამასთან, მოსარჩელე ასევე მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს დაავალოს სადავო ნორმების იმგვარად მოდიფიცირება, რომ დანიშნული კომპენსაციის ოდენობა განისაზღვროს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი არსით „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
6. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელის არგუმენტაციიდან გამომდინარე, ცხადად ირკვევა, რომ მის მოთხოვნას არ წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის განსაზღვრული კომპენსაციის გაუქმება, უფრო მეტიც, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვევს მოსამართლეთა სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, რაც დაუშვებლად მიაჩნია. მოსარჩელეს სურს, გაფართოვდეს სადავო ნორმის მოქმედების წრე და საერთო სასამართლოების სხვა მოსამართლეებზეც გავრცელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალოს საქართველოს პარლამენტს საერთო სასამართლოების მოსამართლეების კომპენსაციის გათანაბრება და მისი გაზრდა მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობამდე. აღნიშნული მოთხოვნა შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც წარმოადგენს კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილს და არა ნეგატიური კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის კომპენსაციის იმავე საფუძვლებით დანიშვნა, რაც გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში, სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაავალოს საქართველოს პარლამენტს, შექმნას ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გაითვალისწინებდა მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები
– შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმების შინაარსს.
9. მოსარჩელე მხარე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტს ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მსგავსად, კომპენსაცია უნდა დაენიშნოთ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ამასთან, დანიშნული კომპენსაციის ოდენობა მიახლოებული უნდა იყოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობასთან. დამატებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს ასევე უნდა წარმოადგენდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობის დატოვება.
10. როგორც უკვე აღინიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლების, წესის და ოდენობის არაკონსტიტუციურობაზე. აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლეებისათვის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა) სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის საკითხის მოწესრიგება ხსენებული ნორმის რეგულირების მიღმაა. სადავო რეგულაცია შეეხება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნას და მისი მოქმედების სფერო აღნიშნული საკითხის მოწესრიგებით შემოიფარგლება. შესაბამისად, სადავო ნორმა ამ თვალსაზრისით ვერ გამოიწვევს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების უფლებების შეზღუდვას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
12. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს. ასევე მოსარჩელე დისკრიმინაციულად მიიჩნევს საერთო სასამართლოების მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) კომპენსაციის დანიშვნის წესისა და ოდენობის კანონით მოწესრიგებას იმ პირობებში, როდესაც იგივე საკითხები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში მოწესრიგებულია ორგანული კანონით.
13. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“. განსახილველი სადავო ნორმა მიმთითებელი ნორმაა და მისი რეგულირების სფერო შემოიფარგლება შესაბამის ნორმატიულ აქტზე მითითებით. სადავო ნორმა მხოლოდ იმის დეკლარირებას ახდენს, თუ რომელ სამართლებრივ აქტშია მოწესრიგებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესი და ოდენობა. მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მისთვის პრობლემურია საერთო სასამართლოს მოსამართლეების (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესი და მისი გაცემის საფუძვლები. ხსენებული საკითხების მოწესრიგება კი სადავო ნორმის რეგულირების მიღმაა. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია არა მიმთითებელი ნორმა, არამედ წესი, რომელიც ამგვარ რეგულაციას შეიცავს. სადავო ნორმა კი არ არეგულირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
15. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 72-ე მუხლს. სადავო ნორმა შეეხება მოსამართლის დაზღვევის საკითხს. გასაჩივრებულ ნორმასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო დაზღვევით უნდა სარგებლობდნენ ყოფილი მოსამართლეებიც.
16. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა აწესრიგებს მოსამართლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ხსენებული ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან არ ითვალისწინებს ყოფილი მოსამართლეების სავალდებულო დაზღვევას. სადავო ნორმის საფუძველზე ამა თუ იმ საკითხის არმოწესრიგება, თავისთავად, არ გამოდგება ამ ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის ფაქტის სამტკიცებლად. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო ნეგატიურ კანონმდებელს წარმოადგენს, მისი ფუნქცია შემოიფარგლება კონსტიტუციის საწინააღმდეგო უფლებაშემზღუდველი ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებით. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, პირის სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე. აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კონსტიტუციის დარღვევის იმ შემთხვევებზე
, რომლებიც სადავო ნორმიდან არ მომდინარეობს. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
72-ე მუხლი ვერ გამოიწვევს საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისათვის დაზღვევით სარგებლობის უფლების წართმევას და არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მოსარჩელის უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 72-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. №1274 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავო იყო როგორც ორგანული კანონის, ასევე კანონის კონსტიტუციურობა. შესაბამისად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯად საკითხს.
19. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „... თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება კოლეგიის განსჯადი საკითხია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, №1274 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1274 („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე და 72-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით.
2. სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, №1274 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინებას დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი