საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
მიღების თარიღი 19.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/1/1267,1268
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2018 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ევა გოცირიძის,
მერაბ ტურავასა და მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის შუამდგომლობა
№1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის გადაცემის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; }
h2 { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:4.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; }
h3 { margin-top:14.0pt; margin-right:0in; margin-bottom:4.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
h4 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h5 { margin-top:11.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
h6 { margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 { margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; color:#1F4D78; font-style:italic;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; color:#00000A;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:36.0pt; font-weight:bold;}
p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:4.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; color:#666666; font-style:italic;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;}
span.Heading3Char { font-weight:bold;}
span.Heading4Char { font-weight:bold;}
span.Heading5Char { font-weight:bold; font-style:italic;}
span.Heading6Char { font-weight:bold;}
span.Heading7Char { color:#1F4D78; font-style:italic;}
span.TitleChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.CommentTextChar { color:#00000A;}
span.BalloonTextChar { }
span.CommentSubjectChar { color:#00000A; font-weight:bold;}
span.SubtitleChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის
განჩინება №3/1/1267, 1268
2018 წლის 19 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
– სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე
– წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი
– წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე
– წევრი;
მანანა კობახიძე
– წევრი;
მაია კოპალეიშვილი
– წევრი;
მერაბ ტურავა
– წევრი;
თეიმურაზ ტუღუში
– წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი
– წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება:
საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები
– პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელებით მომართეს საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა – პროკოპი სავვიდმა (რეგისტრაციის №1267) და დიანა შამანიდმა (რეგისტრაციის №1268). №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის პირველ ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 30 ივლისს.
2. №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერებულია ამავე კანონის იმ დებულების მოქმედება, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლებას ანიჭებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს და ხელშეუვალად აცხადებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დასახელებულ უფლებათა შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ეს სტატუსი საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების შედეგად დაკარგეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე ვერ ახერხებენ საკუთრებაში დაირეგისტრირონ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და მათზე არსებული ქონება. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პრობლემურია არა მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე საკუთრების შეძენის უფლების შეზღუდვა, არამედ, აგრეთვე, ზოგადად, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მომავალში შეძენის აკრძალვა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით შეჩერებულია იმ საკანონმდებლო დებულების მოქმედება, რომელიც უცხოელს აღიარებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე უფლებამოსილ სუბიექტად. მოსარჩელეებს ეზღუდებათ არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების შეძენა, არამედ შეზღუდული აქვთ აგრეთვე მემკვიდრეობით მიღებული ამგვარი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობაც.
7. მოსარჩელეთა წარმომადგენლის აზრით, ცხადად არის დაფიქსირებული კანონმდებლის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მიზანი, რომ უცხოელებმა ვერ ისარგებლონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის ვადა გამოყენებულია მის სრულ აკრძალვამდე. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის საკუთრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობას, ვინაიდან კანონმდებლობით არ მომხდარა რაიმე გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებაც კი.
8. მოსარჩელე მხარე იშველიებს სადავო ნორმის განმარტებით ბარათს და აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიღების მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეებზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტურია. ამასთან, სადავო ნორმა ტექსტობრივად იმავე ფორმულირებით არის მოცემული, როგორიც იყო „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებული №1/2/563 განჩინებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმაში.
9. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არის საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებისა და განჩინების დამძლევი ნორმა და ის ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი საქმის განხილვის განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში. იმავდროულად, არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც საკითხზე მოითხოვდა დამატებით, არსებითი განხილვის ფორმატში მსჯელობას.
10. იმავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმაზე მსჯელობისას მას მხოლოდ მოქმედ კონსტიტუციასთან მიმართებით იხილავს. კანონმდებლობა სასამართლოს არ ავალდებულებს მხედველობაში მიიღოს და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს კონსტიტუციის იმ რედაქციას, რომელიც საქმის განხილვის დროს არ არის მოქმედი. მოსარჩელის აზრით, ამგვარი მიდგომით საკონსტიტუციო სასამართლო განახორციელებდა გაუმართლებელ თვითბოჭვას.
11. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში უცხოელთა საკუთრების უფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ძირითადი უფლებების გავრცელების საკითხს არეგულირებს. მოსარჩელის აზრით, თითოეული კონსტიტუციური დებულება, ძირითადი უფლებისა თუ თავისუფლების დამდგენი ნორმა, თავად განსაზღვრავს საკუთარი მოქმედების სუბიექტთა წრეს და მასზე გავლენა ვერ ექნება კონსტიტუციის 47-ე მუხლს.
12. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
13. მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების დამდგენი კონსტიტუციური დებულება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას მიენიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსი და დაადგინა, რომ იგი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს მოქალაქეების ან მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამავდროულად, ეს კონსტიტუციური ცვლილება არ ქმნის უცხოელებისათვის საკუთრების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველს, ვინაიდან
ითვალისწინებს შეზღუდვიდან გამონაკლისების დაწესების შესაძლებლობას ორგანული კანონით. უშუალოდ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა კი ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს მის საკანონმდებლო მოწესრიგებას გარდამავალ პერიოდში, შესაბამისი ორგანული კანონის მიღებამდე.
14. მოპასუხის მტკიცებით, იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების სრულყოფილი რეალიზაცია მოხდეს, აუცილებელია ორგანულ კანონში გაიწეროს არა სრული აკრძალვა უცხოელებისთვის, არამედ გარკვეული სამართლებრივი ბერკეტები, რომლებიც დააზღვევს ამ კატეგორიის მიწების უცხოელების მიერ შესყიდვასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების მომენტისთვის, სადავო ნორმის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, თავად კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედება გამხდარიყო საფუძველგამოცლილი.
15. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანო კვლავაც იზიარებს იმ ლეგიტიმურ მიზნებსა და მათ მნიშვნელობას, რომელიც გააჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს. სწორედ ეს პოლიტიკური ნება იქნა გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების ჩამოყალიბებისას. კერძოდ, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.
16. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებათა დამძლევი და აღნიშნავს, რომ, მართალია, ნორმა ზღუდავს იდენტურ კონსტიტუციურ უფლებას, მსგავსია მისი მოქმედების სამართლებრივი შედეგიც, თუმცა სახეზეა საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებით გამოწვეული, არსებითად შეცვლილი სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მოითხოვს საკითხზე არსებით მსჯელობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სადავო ნორმის დამძლევ ნორმად მიჩნევისა და განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. 2018 წლის 12 ოქტომბერს, №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებზე („საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მომხსენებელმა მოსამართლემ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, №01/02-5 შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.
18. შუამდგომლობის თანახმად, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებზე არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადებს სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებასა („დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინებაზე („ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაყრდნობით, რომლებში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციასაც მომხსენებელი მოსამართლე არ იზიარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, რათა დაიძლიოს სასამართლოს არსებული პრაქტიკა. პლენუმისათვის შუამდგომლობით მიმართვის დამატებით საფუძვლად მითითებულია, რომ საქმე შეეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკუთრების უფლების ფარგლებს.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მიუთითებს, რომ №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები უნდა გაიმიჯნოს მათში იდენტიფიცირებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინათ მიღებული გადაწყვეტილებებისგან. კერძოდ, პირველ რიგში, განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებდა, ერთი მხრივ, საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილება და, მეორე მხრივ, საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული განჩინება. ამ უკანასკნელ საქმეში გასაჩივრებული რეგულირებისაგან განსხვავებით, ქრონქვისტის საქმეში სადავო ნორმა არ ზღუდავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას და არ უარყოფდა უცხოელის საკუთრებას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც უკვე იყო მის მართლზომიერ მფლობელობაში. ამასთან, ჰუტერის საქმეში სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა, მართალია, უფრო ფართო იყო, მაგრამ – დროში შეზღუდული. მომხსენებელი მოსამართლის აზრით, სასამართლომ ჰუტერის საქმეში სადავო რეგულირება ისე ცნო ქრონქვისტის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად, რომ საკმარისად არ განუმარტავს, თუ რატომ იყო ნორმა დამძლევი ორი გამონაკლისი შემთხვევის
– მემკვიდრეობით მიღებულ და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ქრონქვისტის საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმა შეზღუდვებს არ აწესებდა.
20. გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ ქრონქვისტის საქმეში მიღებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა უცხოელთათვის დაწესებული საერთო აკრძალვა, შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში, იზღუდება არა მარტო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის შეძენის უფლება, არამედ მემკვიდრეობით მიღებული და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებაც. ამდენად, განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმა, რომელიც უცხოელთა საკუთრების უფლებას ზღუდავს ყველა ვითარებაში, დამძლევი შინაარსის მქონე ნორმად შეიძლება იქნეს მიჩნეული მხოლოდ საკუთრების შეძენის შეზღუდვასთან მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც შეზღუდვის არსებობა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით. ხოლო მემკვიდრეობით მიღებულ და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან მიმართებით საკითხის გადასაწყვეტად საქმე უნდა განიხილოს სასამართლოს პლენუმმა.
21. შუამდგომლობის თანახმად, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სადავო ნორმით უცხოელების საკუთრების უფლება შეჩერებულია საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების ამოქმედებამდე, რომელიც მოქმედი კონსტიტუციისგან განსხვავებულ მოწესრიგებას ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან მიმართებით. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქე დასახელებული კატეგორიის მიწებთან მიმართებით არ უნდა ჩაითვალოს საკუთრების უფლების სრულფასოვან სუბიექტად, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დაცვის განსაკუთრებული ობიექტია და მასზე საკუთრების უფლება შეიძლება უკავშირდებოდეს მოქალაქეობრივ კუთვნილებას. მომხსენებელი მოსამართლის აზრით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე უცხოელთა საკუთრების უფლების შეზღუდვა შეიძლება ემსახურებოდეს არაერთ ლეგიტიმურ მიზანს და არსებობს გონივრული და რაციონალური კავშირი ამ უფლების შეზღუდვასა და შესაბამის საჯარო ინტერესებს შორის. შუამდგომლობაში ასევე მითითებულია, რომ სუბიექტის სამართლებრივი კავშირი სახელმწიფოსთან უნდა ჩაითვალოს გასათვალისწინებელ გარემოებად.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა და სადავო ნორმა არ უნდა ჩაითვალოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებისა („დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინების („ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დამძლევ ნორმად.
23. შუამდგომლობაში წარმოდგენილი არგუმენტაციის გასამყარებლად, სასამართლოს წევრი მიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკას.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების პლენუმის მიერ განხილვის საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ანიჭებს უფლებამოსილებას, კოლეგიის განსჯადი საქმე დასაბუთებული შუამდგომლობით განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, თუ მიიჩნევს, რომ „საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას“ ან/და მისი „პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან“.
2. კანონის ხსენებული ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს მოსამართლის შუამდგომლობის დასაბუთების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების წინაპირობებს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იღებს საქმეს პლენუმზე განსახილველად, თუ იგი იზიარებს შუამდგომლობაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის არსებობასთან დაკავშირებით; ან/და მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოხატული სამართლებრივი პოზიციის შეცვლის ალბათობა.
3. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმე მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლების ფარგლების განსაზღვრას, რაც წარმოშობს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2011 წლის 13 მაისის №3/1-1/512 საოქმო ჩანაწერით მიიჩნია, რომ №512 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა მოითხოვდა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების განმარტებას, მასში რეგლამენტირებული საკუთრების შეძენის საყოველთაო უფლების შინაარსის განსაზღვრას, რაც წარმოშობდა კონსტიტუციის განმარტების იშვიათ სამართლებრივ პრობლემას და მიიღო საქმე პლენუმის მიერ განსახილველად. ამდენად, უნდა შეფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ №3/1/512 გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული საკითხის გადაწყვეტა კვლავ წარმოშობს თუ არა კონსტიტუციის განმარტების განსაკუთრებით მნიშვნველოვან სამართლებრივ პრობლემას.
4. ზემოთ ხსენებული საფუძვლით საქმის პლენუმზე გადაცემას განაპირობებს გადასაწყვეტი საკითხის სირთულე და მნიშვნელობა. საკონსტუტიციო სასამართლოს პლენუმი და კოლეგია ორივე მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო და თითოეულ მათგანს გააჩნია ნორმატიული აქტის კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია და კვალიფიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, ამა თუ იმ საკითხის სირთულიდან ან/და მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებობს გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის, ე.ი. სასამართლოს სრული შემადგენლობის მიერ მიღების საჭიროება. თუმცა მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან ან/და იშვიათ სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმარტებას გააკეთებს და კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების შინაარსსა და ფარგლებს განსაზღვრავს, იმავე საკითხზე კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან ან/და იშვიათ სამართლებრივ პრობლემას აღარ წარმოშობს. უფრო მეტიც, ერთხელ უკვე დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტის სამომავლო აღსრულება და გამოყენება, შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გამარტივებული წესით განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტასაც კი მოითხოვდეს.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა №3/1/512 გადაწყვეტილებაში უკვე იმსჯელა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ სამართლებრივ პრობლემებზე და დაადგინა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები. მათ შორის, განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების სუბიექტთა წრე და უცხოელის მიმართ ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დასაშვები ფარგლები. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის №3/1/512 გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელებზე საკუთრების უფლების გავრცელების და უცხოელის მიერ ხსენებული უფლებით სარგებლობის პირობების განსაზღვრა აღარ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლების ფარგლებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განმარტების გაკეთების საჭიროება.
6.შუამდგომლობის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხი, საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან, რეგულირდება განსხვავებულად, რაც, თავის მხრივ, ქმნის კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულებების შინაარსზე გავლენას ვერ მოახდენს კონსტიტუციაში შესული ის ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ხსენებული ცვლილების ამოქმედებამდე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შინაარსი და ფარგლები განისაზღვრება მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად. ამდენად, თავისთავად ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაში განხორციელდა ცვლილება და ესა თუ ის კონსტიტუციური უფლება სამომავლოდ ახლებურად ჩამოყალიბდება, მის ამოქმედებამდე არ წარმოშობს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას და საქმის პლენუმზე განხილვის თვითკმარ საფუძველს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების განხილვა და გადაწყვეტა არ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას და ამ თვალსაზრისით არ არსებობს საქმის პლენუმზე განხილვის საფუძველი.
8. შუამდგომლობის ავტორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე ჩამოყალიბებული პრაქტიკისაგან. კერძოდ, ის არ ეთანხმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებაში და აგრეთვე 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინებაში განვითარებულ ცალკეულ მსჯელობებსა და გამოხატულ სამართლებრივ პოზიციებს. ამასთან, მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შეცვალოს პრაქტიკა.
9. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არ იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საქმის განხილვა შეიძლება განაპირობოს არსებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლის საჭიროებამ. აღნიშნული კი იმ შემთხვევაში იქნება სახეზე, თუ №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი ნორმა იმეორებს უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და კოლეგია არ გაიზიარებს მისი სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად მიჩნევისა და განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საკითხს. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული არგუმენტი არ გამოდგება საქმის პლენუმის მიერ განხილვის საჭიროების დასასაბუთებლად.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ასევე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებაში და აგრეთვე, 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინებაში არსებობს გარკვეული შეუსაბამობები და ხარვეზები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოხატული პოზიცია (რომლის შეცვლასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი) გულისხმობს იმ კონსტიტუციურ სტანდარტებს, რომელთაც დაეყრდნო სასამართლო საქმის გადაწყვეტისას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მითითებული საფუძვლით საქმეს განსახილველად ვერ მიიღებს იმ მოტივით, რომ არსებობს წარსულში მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობების უკეთ ფორმულირების შესაძლებლობა. საქმის პლენუმისათვის განსახილველად გადაცემა ხდება დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების შეცვლის მოტივით. შესაბამისად, ამ კონტექსტში რელევანტურია მხოლოდ გადაწყვეტილებაში ასახული კონსტიტუციური სტანდარტების მცდარობასთან დაკავშირებული არგუმენტაცია და არა მოსამართლის პოზიცია გადაწყვეტილების სტრუქტურასა და რიგი საკითხების უკეთ ფორმულირებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებში წარმოდგენილ მსჯელობას, რიგ შემთხვევებში, შეიძლება არსებობდეს არგუმენტაციის უფრო ვრცლად, განსხვავებული სტრუქტურით ჩამოყალიბების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება საქმის პლენუმის მიერ განხილვის საფუძველი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაფასებს შუამდგომლობაში წარმოდგენილ არგუმენტაციას №3/1/512 გადაწყვეტილებაში ცალკეული მსჯელობების ურთიერთ შეუსაბამობის შესახებ და იმსჯელებს შუამდგომლობის იმ ნაწილზე, რომელიც მიუთითებს სასამართლოს №3/1/512 გადაწყვეტილებაში დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების შეცვლის საჭიროებაზე.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია, განმარტოს კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან შეუსაბამო კანონმდებლობის გაუქმების გზით დაიცვას კონსტიტუციის უზენაესობა, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მოაქციოს ხელისუფლების საქმიანობა კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებში. საკონსტიტუციო სასამართლო არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის განმარტებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება კონსტიტუციის შინაარსის ობიექტური, მიუკერძოებელი დადგენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები
– ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-111). საკონსტიტუციო სასამართლომ „კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეძლოს კონსტიტუციური უფლებების შინაარსის სწორად და სრულყოფილად განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის
№3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში დიდია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების და მათში გადმოცემული სტანდარტების მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც სწორედ მათი საშუალებით ხდება კონსტიტუციის შინაარსისა და ფარგლების დადგენა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული და სტაბილური პრაქტიკის არსებობა სამართლებრივი განსაზღვრულობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტებისა და მიდგომების შეცვლა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
12. ამავდროულად, დროის გასვლასთან, საზოგადოებისა და სამართლის განვითარებასთან ერთად შეცვლილი გარემოებები შესაძლოა, მოითხოვდეს სამართლებრივი საკითხების, მათ შორის, კონსტიტუციური უფლებების შინაარსის განსხვავებულ განმარტებასა და შეფასებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება, წარსულში დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების, მიდგომებისა და გადაწყვეტების შეცვლა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გააჩნია ამ საფუძვლით საქმის განხილვისა და პრაქტიკის შეცვლის კომპეტენცია.
13. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე პლენუმზე განსახილველად მიიღოს დასახელებული საფუძვლით, აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი დასაბუთება და ვარაუდი, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკა შეიცვალოს და საკითხი ახლებურად გადაწყდეს. ამგვარი ალბათობა, შესაძლოა, გამოიკვეთოს იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ იცვლება ის სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ემყარება მიღებული გადაწყვეტილება. აგრეთვე მაშინ, როდესაც შესაძლოა, განსხვავებულად განიმარტოს თავად კონსტიტუციური დებულებების შინაარსი და ფარგლები. ამასთანავე, შესაძლებელია, სახეზე არ იყოს არც ერთი დასახელებული გარემოება, თუმცა სასამართლოს შემადგენლობამ მიიჩნიოს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სასამართლომ, შესაძლოა, ახლებურად ჩამოაყალიბოს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოხატული სამართლებრივი პოზიცია.
14. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების ფარგლები და სუბიექტთა წრე ყალიბდება ახლებურად. შესაბამისად, კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების შემდეგ განსხვავებული იქნება თავად საკუთრების უფლების შინაარსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საქართველოს კონსტიტუციის ახალი, მომავალში ასამოქმედებელი რედაქციის კვალდაკვალ განვითარების საჭიროება.
15. საკუთრების კონსტიტუციური უფლების მარეგლამენტირებელი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი მოქმედებს იმ რედაქციით, როგორიც იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინების მიღების მომენტისთვის. შესაბამისად, მოქმედი კონსტიტუციის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებასთან მიმართებით, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შინაარსი არ შეცვლილა. საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შუამდგომლობაში მითითებული კონსტიტუციური ცვლილებები არ არის ამოქმედებული. აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს, რომელმაც მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, გააჩნდა ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომ დასახელებული კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედება დაეკავშირებინა არა მომავალში გარკვეული მომენტისათვის, არამედ ნებისმიერი სხვა დროისთვის. მაგალითისთვის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 23 მარტის №2071-IIს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია: „ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები ამოქმედდეს ამ კანონის ამოქმედებისთანავე“. თავის მხრივ, ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებული პირობები საქართველოს პარლამენტის მიერ ამოქმედდა ბევრად ადრე, ვიდრე დანარჩენი ცვლილებები – შესაბამისი კონსტიტუციური კანონის გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, იმ ნაწილში, სადაც კანონმდებელმა დაინახა კონსტიტუციური ცვლილებების დროულად ამოქმედების საჭიროება, კონსტიტუციურ კანონში გააკეთა კიდეც შესაბამისი დათქმა. კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებული ცვლილებების დანარჩენ ნაწილში კი ამგვარი დათქმა არ არის გაკეთებული და მათი ამოქმედება დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტთან. შესაბამისად, სწორედ კონსტიტუციური კანონმდებლის ნების გამოხატულებაა, რომ განხორციელებული ცვლილებების ამოქმედება და შედეგები გავრცელდეს მის მიერ განსაზღვრული თარიღიდან და არა სხვა, უფრო ადრეული პერიოდიდან. ამასთან, საქმის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განხილვის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სამომავლოდ შესაძლოა ახლებურად ჩამოყალიბდეს საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გამოსაყენებელ დოკუმენტსა და შეფასების მასშტაბს წარმოადგენს მოქმედი კონსტიტუცია.
16. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით საკუთრების უფლება რეგულირდება №3/1/512 გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი კონსტიტუციის იდენტურად. ამავე დროს, შუამდგომლობის განხილვისას არ გამოკვეთილა, რომ №3/1/512 გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდა საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების ახლებურად გააზრება ან/და მისი უცხოელზე გავრცელების ფარგლების შეცვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, საკუთრების უფლება მოქმედებს იმავე შინაარსით, რომლითაც მოქმედებდა №3/1/512 გადაწყვეტილების მიღებისას და არ არსებობს ხსენებული მუხლის №3/1/512 გადაწყვეტილებაში მითითებულისაგან განსხვავებული შინაარსით განმარტებისა და გამოყენების საჭიროება.
17. ასევე აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობის ავტორი არ უთითებს ფაქტობრივი გარემოებების რაიმე ისეთ ცვლილებაზე, რომელიც გააჩენდა №3/1/512 გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი მოცემულობის ახლებურად შეფასების საჭიროებაზე. შუამდგომლობის განხილვისას არ გამოკვეთილა, რომ შეიცვალა ვითარება, რომელიც მიანიშნებს უცხოელთათვის სასოფლო სამეურნეო მიწაზე საკუთრების ქონის აკრძალვის ისეთი ლეგიტიმური ინტერესების გაჩენაზე, რომელიც სახეზე არ იყო №3/1/512 გადაწყვეტილების მიღებისას. არ გამოკვეთილა, რომ №3/1/512 გადაწყვეტილების მიღების დროსთან შედარებით გაჩნდა უცხოელის მიერ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების ქონიდან მომდინარე დამატებითი საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის რელევანტური რაიმე სამართლებრივი (კონსტიტუციური უფლების შინაარსი და ფარგლები) ან/და ფაქტობრივი გარემოების ცვლილება, რომელიც სადავო საკითხის ახლებურად შეფასების საჭიროებას წარმოაჩენდა.
18. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ეთანხმება №3/1/512 გადაწვეტილებაში საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან დაკავშირებით დადგენილ სტანდარტებს. მათ შორის, იზიარებს №3/1/512 გადაწვეტილებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების შესახებ და მიჩნევს, რომ არ არსებობს დასახელებულ გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიციის შეცვლის საჭიროება.
19. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებში გადასაწყვეტი საკითხი არ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, ამავდროულად, არ არსებობს რაიმე გარემოება, რის გამოც პლენუმი განიხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის შეცვლის საკითხს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის არც ერთი საფუძველი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – ევა გოცირიძის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრის – ევა გოცირიძის №01/02-5 შუამდგომლობა №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების – ევა გოცირიძის, მანანა კობახიძისა და მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი