„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№531
სარეგისტრაციო კოდი
010320050.10.003.020848
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №531

2018 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, 010320050.10.003.017758) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:

ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) მუნიციპალიტეტის  ორგანოებთან  ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ)  ევროინტეგრაციის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ)  ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე −  სამმართველოს უფროსი;

ი) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ)  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი;

ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 დეკემბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე