„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №533 |
|
2018 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი;“.
2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, უწყებათა მოთხოვნების, გაწვევის ვადების, გაწვევის სპეციფიკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს გაწვევის ჩატარების გეგმის პროექტს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აღნიშნული გეგმიდან ამონაწერი ეგზავნებათ სტრუქტურულ ერთეულებს.“.
3. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საერთო პროცესის სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ასევე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის უზრუნველსაყოფად, იქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას, მათ შორის, მონაცემთა შეკრებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.
4. 23-ე მუხლის პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრუქტურული ერთეული მოქალაქის პირველადი სამხედრო აღრიცხვის შესახებ მონაცემების სრულ ანგარიშს წარუდგენს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, გამწვევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისი წინადადებითა და რეკომენდაციებით მიმართოს სტრუქტურულ ერთეულს.
3. გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულ ინფორმაციას სტრუქტურული ერთეული წარუდგენს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, რომელიც აღნიშნულ მონაცემებს აწვდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.11.2018.
- როდის იქნა მიღებული „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 06.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №533. სარეგისტრაციო კოდი — 120160010.10.003.020850.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №533, 06.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.020850 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4360911/