სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №65/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017622
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №65/ნ
2018 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო და მიზანი
1. სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) გადამზადების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესსა და გადამზადების კომპონენტებს.
2. ამ წესის მიზანია, უფლებამოსილი პირის გადამზადება, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, ხოლო იმ სკოლებში, სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში.
მუხლი 2🔗.
სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება
1. სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა (შემდგომში – მანდატურის სამსახური) უზრუნველყოს:
ა) უფლებამოსილი პირის გადამზადება მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
ა.ა) უფლებამოსილი პირის ძირითადი უფლება-მოვალეობები;
ა.ბ) სკოლაში მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება;
ა.გ) გადაუდებელ და კრიზისულ სიტუაციებში რეაგირება;
ა.დ) ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობა;
ა.ე) ძალადობაზე სწრაფი და დროული რეაგირება;
ა.ვ) ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სათანადო დაწესებულებებში გადამისამართება (რეფერირება);
ბ) უფლებამოსილი პირების გადამზადების მიზნით, ტრენერების შერჩევა და მათი ჩართვა გადამზადების პროცედურებში.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს:
ა) გადასამზადებელი პირების ჯგუფების შედგენას და მათი რეესტრის წარმოებას;
ბ) მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით, უფლებამოსილი პირების გადამზადების პერიოდის განსაზღვრას და სხვა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას.
3. მანდატურის სამსახური ტრენინგის მონაწილეს, ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადასცემს სერტიფიკატს, რომელიც არის უვადო.