შპს ,,კავკასია-99“ კრედიტორთა კრების ოქმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/27110-15
(ამონაწერი)
კრედიტორთა კრების ოქმი
2018 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი – მარი კირვალიძე
შპს ,,კავკასია-99“ კრედიტორთა კრება
საოქმო განჩინების გამოტანა მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოში მოვალის არასაპატიო მიზეზით ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
2016 წლის 02 მარტის, 2018 წლის 26 თებერვლის, 2018 წლის 13 ივნისის, 2018 წლის 21 ივნისის კრედიტორთა კრებებზე არ გამოცხადდა შპს „კავკასია 99“-ის დირექტორი, რის გამოც შპს „კავკასია 99“-ის მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. გაკოტრების მმართველის არჩევის/დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.
შპს ,,კავკასია-99“-ის კრედიტორთა ხმების 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორის გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად არჩეული იქნა ლაშა ფრუიძე.
ამდენად, შპს ,,კავკასია-99”-ის მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და უნდა დამტკიცდეს კრედიტორის გადაწყვეტილება შ.პ.ს. ,,კავკასია-99“-ის გაკოტრების მმართველად ლაშა ფრუიძის არჩევის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-17, 21-ე, 23-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
ადგილზე თათბირით დაადგინა:
1. შპს ,,კავკასია-99“-ის მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. დამტკიცდეს კრედიტორის გადაწყვეტილება შპს ,,კავკასია-99“-ის გაკოტრების მმართველად ლაშა ფრუიძის (პ/ნ 01036003288) არჩევის შესახებ.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირების მიერ, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი