საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 14.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №54/2018
სარეგისტრაციო კოდი ხარჯთაღრიცხვა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | ხარჯთაღრიცხვა |
| 06 02 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| 06 02 01 | არჩევნების ჩატარების ღონისძიებები |
| 06 02 02 | არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება |
| 06 02 04 | საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე 2022 წლის 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
–
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №54/2018
2018 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმა წარედგინოს არაუგვიანეს 16 ნოემბრისა.
მუხლი 3🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი დაფინანსება გამოიყოს ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
პროგრამული კოდი
ხარჯთაღრიცხვა
სულ
(ლარი)
06 02
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
10,583,022
ხარჯები
10,583,022
შრომის ანაზღაურება
7,121,568
საქონელი და მომსახურება
1,480,004
სხვა ხარჯები
1,981,450
06 02 01
არჩევნების ჩატარების ღონისძიებები
10,034,572
ხარჯები
10,034,572
შრომის ანაზღაურება
7,056,768
საქონელი და მომსახურება
1,377,804
სხვა ხარჯები
1,600,000
06 02 02
არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება
167,000
ხარჯები
167,000
შრომის ანაზღაურება
64,800
საქონელი და მომსახურება
102,200
06 02 04
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება
381,450
ხარჯები
381,450
სხვა ხარჯები
381,450