შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14897-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/14897-12

 განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 13 ნოემბერი

ქ.  თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი – მოვალე - შპს ,,ნიუ ენერჯი“ (ს/კ 205026559)

გაკოტრების მმართველი – შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი"

(გენერალური დირექტორი – ნოდარ პაპუკაშვილი)

 მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,ნიუ ენერჯის“ გაკოტრების საქმე.

2018 წლის 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა ნოდარ პაპუკაშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

დაადგინა

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 16 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №28 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტების მიზნით მოთხოვნების აღიარების განხილვა;

1.2. გაკოტრების მმართველის ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის თაობაზე, კერძოდ, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირველი აუქციონის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;

1.3. გაკოტრების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე სხვადასხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2018.
როდის იქნა მიღებული „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 13.11.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/14897-12.
სად არის „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/14897-12, 13.11.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4366006/