შპს „საშენი მასალების“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2967-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2967-18

ამონაწერი

2018 წლის 23 ოქტომბრის

კრედიტორთა კრების ოქმიდან

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი  

განმცხადებელი (მოვალე)  შპს „საშენი მასალები“

(საიდენტიფიკაციო კოდი  212814953)

წარმომადგენელი შპს „რეაბილიტაცია“ გიორგი სამხარაძე

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე

კრედიტორები: 1. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი მადონა გეწაძე

დღის წესრიგი გაკოტრების მმართველის დანიშვნა;

მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით,  მოვალის მიერ  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

„,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

2017 წლის 23 ოქტომბერს გამართულ  კრედიტორთა კრებაზე  კრების დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ იქნა გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხი.  კრედიტორების განმარტებით, მათ არ ჰყავთ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა. ამდენად, კანონის მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7-8, მე-17, 27-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „საშენი მასალების“ (ს/ნ212814953)   გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. 

2. სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს მოვალე შპს „საშენი მასალების“ მეურვის უფლებამოსილება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 მოსამართლე                 ციცინო კიკვაძე.