ქუჩების სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 09.11.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №172
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2018
matsne.gov.ge 231 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

ქუჩების სახელდების შესახებ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №172 2018 წლის 9 ნოემბერი ქალაქი გორი ქუჩების სახელდების შესახებ 2016 წლის 16 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის №676-გ/2 წერილი, რომლითაც ითხოვენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში არსებულ უსახელო ქუჩას, რომლის კოორდინატებია: უსახელო ქუჩა №2 (660 მ) ჩრდილოეთით ინდ. განაშენიანება სამხრეთით ინდ. განაშენიანება საწყისი კოორდინატი საბოლოო კოორდინატი ეწოდოს – მშვიდობის ქუჩა. წარმოდგენილ სავარაუდო სახელს  დაეთანხმა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია. „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015  წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა  და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისს №11 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ წითელუბანში არსებულ №2 უსახელო ქუჩას, რომლის კოორდინატებია: (660 მ) ჩრდილოეთით ინდ. განაშენიანება სამხრეთით ინდ. განაშენიანება საწყისი კოორდინატი  საბოლოო კოორდინატი დაერქვას მშვიდობის ქუჩა. 2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია  დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე                                                  დავით რაზმაძე