საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“.
2. 73-ე მუხლის:
ა) მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“;
ბ) მე-12 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს შინაპატიმრობას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს შინაპატიმრობას. გამონაკლის შემთხვევაში შინაპატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“.
3. 731 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 30 ნოემბერი 2018 წ. N3813-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.11.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3813-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 080000000.05.001.019247.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3813-Iს, 30.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.019247 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4367056/