შპს „კავკასია 99“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/27110-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/ 27110-15

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 9 ნოემბერი

  ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კავკასია 99“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „კავკასია 99“-ის მიმართ.

2018 წლის 7 ნოემბერს შპს „კავკასია 99“-ის გაკოტრების მმართველმა ლაშა ფრუიძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1) გაკოტრების მმართველის ხარჯების კრედიტორთა რეესტრში გათვალისწინება; 2) ქონების შეფასებისთვის და ქონების დასაწყობებისთვის გაწეული ხარჯების კრედიტორთა რეესტრში გათვალისწინება; 3) მოვალის ქონების მოძიების საკითხის გადაწყვეტა.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „კავკასია 99“-ის კრედიტორთა კრება კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანის და მოვალის ქონების მოძიების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს „კავკასია 99“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანა.

1.2. მოვალის ქონების მოძიების საკითხის გადაწყვეტა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 5 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს შპს „კავკასია 99“-ის გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                                   ლაშა ქოჩიაშვილი