,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-264 |
|
2018 წლის 20 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, №144, 24/11/2009, სარეგისტრაციო კოდი: 480.040.000.22.030.013.808) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის 28-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი – სამინისტროს მედლით დაჯილდოება.“; ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – სამინისტროს მედლის ნიმუში, დაჯილდოების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
2.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსცეს 2018 წლის 1 დეკემბრამდე. |
3.
ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 დეკემბრიდან. |
4.
ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.11.2018.
- როდის იქნა მიღებული „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-264. სარეგისტრაციო კოდი — 480040000.22.030.016187.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №01-264, 20.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016187 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4368856/