კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №02/66
2018 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგილი საკითხების სექციის 2018 წლის 10 ოქტომბრის №17 გადაწყვეტილებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის N02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი „თავდაცვით ნაგებობას“ (მისამართი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიხედვით: ქ. ბათუმი, იაკობ გოგებაშვილის ქ. №1; ფაქტობრივი მისამართი: ნინოშვილის ქ.).
2. ეთხოვოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის № 3/165 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და ბრძანების დანართი №1-დან რიგითი №75-ის „ნინოშვილის ქ.“ და დანართი №2-დან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №020101001-ის ბრძანების დანართიდან ამოღება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ.თბილისი, უზნაძის ქ. №52).
გენერალური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი პაატა გაფრინდაშვილი