კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/66
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №02/66

2018 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგილი საკითხების სექციის 2018 წლის 10 ოქტომბრის №17 გადაწყვეტილებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის N02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი „თავდაცვით ნაგებობას“ (მისამართი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიხედვით:  ქ. ბათუმი,  იაკობ გოგებაშვილის  ქ. №1; ფაქტობრივი მისამართი: ნინოშვილის ქ.).

2. ეთხოვოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის № 3/165 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და ბრძანების  დანართი  №1-დან  რიგითი  №75-ის  „ნინოშვილის  ქ.“  და  დანართი  №2-დან  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №020101001-ის ბრძანების დანართიდან ამოღება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ.თბილისი, უზნაძის ქ. №52).

 

გენერალური დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                       პაატა გაფრინდაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.11.2018.
როდის იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ“?
„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ“ მიღებულია 15.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №02/66.
სად არის „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.11.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ“, №02/66, 15.11.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4370056/