არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის - " აფხაზური მარილის - აპირპილ - ჯიკა " და მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგია“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №02/67
2018 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის – „აფხაზური მარილის – აპირპილ - ჯიკა“ და მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგია“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „აფხაზური მარილის - აპირპილ-ჯიკა“ და მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგია“.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამი ნისტროში (მისამართი: ქ. თბილისი , უზნაძის ქ. № 52).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე