„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №33024
2018 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) პირველი მუხლის 124 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 125 პუნქტი:
„125. „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პლასტმასის მილები)) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, ამავე რეგლამენტის 12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის წარუდგენლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარანტს გადასცემს „შეტყობინებას სამშენებლო პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ვალდებულებაზე“ (დანართი №I–06) და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) ან საქონლის უკან დაბრუნების ან მის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან.“;
ბ) „დანართი №I–05“ შემდეგ დაემატოს „დანართი №I–06“ შემდეგი რედაქციით:
„დანართი №I–06
თარიღი: ________________
საბაჟო დეპარტამენტის
-------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეული)
შეტყობინება
სამშენებლო პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ვალდებულე ბაზე
_____________________________________________
(პირის დასახელება/ გვარი, სახელი)
_____________________________________________
(საიდენტ./პირადი/პასპ. №)
_____________________________________________
(მისამართი)
ვინაიდან თქვენ ს მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სამშენებლო პროდუქტის
——————————————————————————————————————————
(საქონლის დასახელება)
შემოტანისას არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებ ით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ 1 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი, ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (მითითებული დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა), საქონლის უკან დაბრუნების ან საქონლის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის გეძლევათ 6 სამუშაო დღის ვადა (აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან), 20___ წლის __________________ ჩათვლით.
მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში,თქვენი ხარჯით განხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
ჩავაბარ ე ________________________________________________________________
(უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)
ჩავიბარე _____________________________________________________________________________________
(პირის ხელმოწერა) შენიშვნა _____________________________________________________________________
“.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ლაშქარაძე