შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ნიკა გარსენიშვილი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია)
აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 135
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“ ს/კ 404483536
დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ნიკა გარსენიშვილი, პირადი N 01009021014
მოვალე (მსესხებელი): შპს „Green Wall Development“, საინდ. N404880296
იპოთეკის ხელშეკრულება: N 680251-8/1, თარიღი 25/07/2012
ვალდებულების წარმოშობა: №0011.2252026.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ
№2252026-2162013 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; №2252026-2560126 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; № 2252026-2389773 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; №2252026-2498857 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; № 2252026-2683733 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი თბილისი, აბანოთუბანი, კლუბ „ფოროსმანის“ მომიჯნავე ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდი: 01.18.04.001.001
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: 1. №2252026-2162013 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; სასესხო დავალიანების ოდენობა: 1,739,068.36 აშშ დოლარი. ძირი – 199,912.66 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი – 127,418.41 აშშ დოლარი; ჯარიმა – 1,411,737.29 აშშ დოლარი; 2. №2252026-2560126 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; სასესხო დავალიანების ოდენობა: 208,948.97 აშშ დოლარი. საპროცენტო სარგებელი – 55,658.24 აშშ დოლარი; ჯარიმა – 153,290.73 აშშ დოლარი; 3. №2252026-2389773 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; სასესხო დავალიანების ოდენობა: 302,414.96 აშშ დოლარი. საპროცენტო სარგებელი – 84,270.70 აშშ დოლარი; ჯარიმა – 218,144.26 აშშ დოლარი; 4. №2252026-2498857 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; სასესხო დავალიანების ოდენობა: 535,822.87 აშშ დოლარი. საპროცენტო სარგებელი – 139,217.46 აშშ დოლარი; ჯარიმა – 396,605.41 აშშ დოლარი; 5. №2252026-2683733 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. სასესხო დავალიანების ოდენობა: 80,742.83 აშშ დოლარი. საპროცენტო სარგებელი – 17,362.14 აშშ დოლარი; ჯარიმა – 63,380.69 აშშ დოლარი; სულ: 2,866,997.99 აშშ დოლარი სხვა ხარჯები: სპეციალისტის ავანსი 590 ლარი
აუქციონის ჩატარების დრო: 04/12/2018 წლის 11:00 საათი
აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის № 23
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 2866997.99 აშშ დოლარი და 0.00 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: ქალაქი თბილისი, აბანოთუბანი, კლუბ „ფოროსმანის“ მომიჯნავე ტერიტორია, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 351.00 კვ.მ
გარდამავალი უფლებები: იპოთეკის საგანი დატვირთულია სს „თიბისი ბანკის“ ორი რიგის იპოთეკით. რეალიზაცია მოთხოვნილია მეორე რიგის იპოთეკის ხელშეკრულების (იპოთეკის ხელშეკრულება: N 680251-8/1, თარიღი: 25/07/2012) საფუძველზე. პირველი რიგის იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თიბისი ბანკს“ მოთხოვნა არ გააჩნია.
აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს: ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა. გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი