საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.12.2018
ძალის დაკარგვა 25.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016639
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,326 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2018 მიღება
25.05.2020 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №92 2018 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა (საერთაშორისო ბიზნესის, ინფორმაციის, პროექტების, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები), ფინანსების სპეციალობა (საერთაშორისო ფინანსების, რისკების მართვის სპეციალიზაციები), ინჟინერიის მიმართულებით (საინჟინრო ფიზიკის, სამრეწველო ინჟინერიის და ტექნოლოგიების, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობები); ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (ფიზიკის, ქიმიის, ელექტრონული ინჟინერიის სპეციალობები); გ) სამართლის მიმართულება (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის, ბიზნეს სამართლის, სისხლის სამართლის სპეციალობები); დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები); ე) მიმართულებათაშორისი დარგები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამხედრო მეცნიერების, სტატისტიკის სპეციალობები).  2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა. 3. მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი, კონვენციური და ჩვეულებრივი იარაღის გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება  – 5 წელი,  მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 2 წელი. უწყებათშორისი კომისიებისა და ექსპერტთა ჯგუფების წარმართვა-ხელმძღვანელობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“; ვ) „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; თ) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილება; ი) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის  №372   დადგენილება; კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული მატერიალური საშუალებების (რომელთა ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნას და განკარგვას არ არეგულირებს „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება) ჩამოწერის, აღრიცხვიდან მოხსნისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 თებერვლის №98 დადგენილება; ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №65 ბრძანება. 5. სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება. 6.  ინგლისური ენის ცოდნა - B1 დონე. სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია-საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა (საერთაშორისო ბიზნესის, ინფორმაციის, პროექტების, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები), ფინანსების სპეციალობა (საერთაშორისო ფინანსების, რისკების მართვის სპეციალიზაციები), ინჟინერიის მიმართულებით (საინჟინრო ფიზიკის, სამრეწველო ინჟინერიის და ტექნოლოგიების, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობები); ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (ფიზიკის, ქიმიის, ელექტრონული ინჟინერიის სპეციალობები); გ) სამართლის მიმართულებით (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის, ბიზნესსამართლის, სისხლის სამართლის სპეციალობები); დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები); ე) მიმართულებათაშორისი დარგები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამხედრო მეცნიერების, სტატისტიკის სპეციალობები).  2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა. 3. მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი, კონვენციური და ჩვეულებრივი იარაღის გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება – 3 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 1 წელი. უწყებათშორისი კომისიებისა და ექსპერტთა ჯგუფების წარმართვა-ხელმძღვანელობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი ,,იარაღის შესახებ”; დ) საქართველოს კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ”; ვ) „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; თ) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილება; ი) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის  №372   დადგენილება; კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული მატერიალური საშუალებების (რომელთა ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნას და განკარგვას არ არეგულირებს „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება) ჩამოწერის, აღრიცხვიდან მოხსნისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 თებერვლის №98 დადგენილება; ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N65 ბრძანება. 5. სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება. 6. ინგლისური ენის ცოდნა - B1 დონე.  სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 3🔗. მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი): 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა (საერთაშორისო ბიზნესის, ინფორმაციის, პროექტების, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები), ფინანსების სპეციალობა (საერთაშორისო ფინანსების, რისკების მართვის სპეციალიზაციები), ინჟინერიის მიმართულებით (საინჟინრო ფიზიკის, სამრეწველო ინჟინერიის და ტექნოლოგიების, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობები); ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (ფიზიკის, ქიმიის, ელექტრონული ინჟინერიის სპეციალობები); გ) სამართლის მიმართულებით (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის, ბიზნეს სამართლის, სისხლის სამართლის სპეციალობები); დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები); ე) მიმართულებათაშორისი დარგები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამხედრო მეცნიერების, სტატისტიკის სპეციალობები).  2. მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი, კონვენციური და ჩვეულებრივი იარაღის გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში  მუშაობის გამოცდილება - 1 წელი. 3.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ”; დ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“; ვ) „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება; ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; თ) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილება; ი) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის  №372   დადგენილება; კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული მატერიალური საშუალებების (რომელთა ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნას და განკარგვას არ არეგულირებს „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება) ჩამოწერის, აღრიცხვიდან მოხსნისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 თებერვლის №98 დადგენილება; ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №65 ბრძანება. 4. ინგლისური ენის ცოდნა -B1 დონე. სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.