საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ამონაწერი
საქართველოს� მთავრობის 2018 წლის 25 ოქტომბრის ��სხდომის
№28 ოქმიდან
XXVIII. ინფორმაცია �საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის განსაზღვრის შესახებ� (მომხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გ.ხანიშვილი)
1. საკითხი დაემატოს საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგს.
2. �საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა� გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს პრემიერ�მინისტრი���������������������������������������������������� ����������������������მ. ბახტაძე
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსი������������������������������������������� ����������������������������������������������კ. კახიშვილი
საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა
| პოტენციურად ამთვისებელი ცხოველი | დაავადების დასახელება | ქვეყნების ნუსხა, სადაც გამოვლენილია დაავადებები | |
| მსხვილი რქოსანი პირუტყვი | ჯილეხი | ბურკინა ფასო, იტალია, მიანმა, რუსეთი, საფრანგეთი, ტანზანია, უნგრეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. | |
| აუესკი | პაპუა ახალი გვინეა. | ||
| ცოფი | ბელიზი, ეგვიპტე, ინდონეზია, სომხეთი, უნგრეთი, ურუგვაი, ყაზახეთი. | ||
| თურქული | ალჟირი, ანგოლა, აზერბაიჯანი, ბჰუტანი, ბოტსვანა, გვინეა - ბისაო, ზამბია, ზიმბაბვე, თურქეთი, ისრაელი, იორდანია, ინდოეთი, ირანი, კოლუმბია, კონგო, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მონღოლეთი, მოზამბიკი, მიანმარი, ნამიბია, ნეპალი, პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სომხეთი, ტუნისი, ჩინეთი. | ||
| �რიფტისველის ცხელება� | ნიგერია, სუდანი. | ||
| ბრუცელოზი(Br. Abortus) | ირანი, პანამა. | ||
| ტუბერკულოზი | მალტა | ||
| ღრუბლისებური ენცეფალოპათია | აშშ, ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, კანადა, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, საფრანგეთი. | ||
| მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონია | გაბონი, გამბია, გვინეა, ზამბია, მავრიტანია, სენეგალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. | ||
| ნოდურალური დერმატიტი (ლამპისკინის დაავადება) | ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, თურქეთი, ისრაელი, ირანი, ერაყი, ლიბანი, მაკედონია, მოზამბიკი, ნამიბია, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, საბერძნეთი, ჩერნოგორია. | ||
| წვრილი რქოსანი პირუტყვი (ცხვარი და თხა) | ჯილეხი | იტალია, ტანზანია, უნგრეთი, ყაზახეთი. | |
| აუესკი |
| ||
| ცოფი | ყაზახეთი. | ||
| თურქული | ალჟირი, რუსეთი, ჩინეთი. | ||
| ��������������� | ვეზიკულური სტომატიტი |
| |
| რიფტის ველის ცხელება | მალი, უგანდა. | ||
| ბრუცელოზი (Br. melitensis) | ბულგარეთი. | ||
| ცხვრის სკრეპი | ბრაზილია, ისლანდია. | ||
| წვრილფეხა პირუტყვის ჭირი | ალჟირი, ბულგარეთი, ბურუნდი, ბჰუტანი, კომორის კუნძულები, კენია, ზამბია, ისრაელი, ლიბერია, მალდივი, მონღოლეთი, ტუნისი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. | ||
| ცხვრის და თხის ყვავილი | ისრაელი, საბერძნეთი, რუსეთი. | ||
| ცხვრის კატარალური ცხელება (ბლუთანგი) | ალბანეთი, ავსტრია, ბოსნია -ჰერცოგოვინა, ბოტსვანა, ბრაზილია, ეკვადორი, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ინდოეთი, ირანი, კვიპროსი, კენია, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, სერბია, სლოვენია, საბერძნეთი, ტუნისი, შვეიცარია, ხორვატია. | ||
| ცხენი | აუესკი | პაპუა -ახალი გვინეა, საფრანგეთი. | |
| ცოფი | ეგვიპტე, ურუგვაი, ყაზახეთი. | ||
| ინფექციური ანემია | გერმანია, ესპანეთი, მაკედონია, სლოვაკია, საბერძნეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ჰოლანდია. | ||
| ცხენის გრიპი (Influenza) | ისრაელი. | ||
| რინოპნევმონია (ცხენისებრთა) |
| ||
| ღორი | ჯილეხი | უნგრეთი. | |
| რეპროდუქტიულ-რესპირატორული სინდრომი | ეკვადორი, ურუგვაი, ჩინეთი. | ||
| ცოფი |
| ||
| თურქული | ალჟირი, კორეა, რუსეთი, ჩინეთი. | ||
| აფრიკული ცხელება | ბელარუსი, ბურუნდი,ზამბია, ზიმბაბვე, ესტონეთი, კენია, კაბო -ვერდე, კო ტ-დი ვ უარი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მალი, ნიგერია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, უნგრეთი, ჩადი, ჩეხეთი, ჩინეთი. | ||
| კლასიკური ჭირი | კოლუმბია, რუსეთი, უნგრეთი, | ||
| ფრინველი | ინფექციური ბრონქიტი | ფინეთი. | |
| მაღალპათოგენური გრიპი | ავღანეთი, ალჟირი, აშშ, ავსტრია, ბუტანი, ბანგლადეში, ბელგია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფოები, განა, გერმანია, დანია, ესპანეთი, ეგვიპტე, ერაყი, ვიეტნამი, ზიმბაბვე, თურქეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იტალია, იაპონია, კამბოჯა, კამერუნი, კორეის სახალხო რესპუბლიკა, კონგო, ლაოსი, ლუქსემბურგი, ლებანონი, მალაიზია, მექსიკა, მაკედონია, მონტენეგრო, მიანმარი, ნეპალი, ნიგერია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბია, საუდის არაბეთი, სლოვაკია, სამხრეთ აფრიკა, ტაიპი, ტოგო, ტუნისი, უნგრეთი, უგანდა, უკრაინა, ფინეთი, ფილიპინები, ქუვეიტი, შვედეთი, შვეიცარია, ჩინეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ კორეა, ხორვატია, ჰოლანდია. | ||
| ნიუკასლის დაავადება | ბელიზი, ბოტსვანა, ბელგია, ისრაელი, კვიპროსი, ნამიბია, ჩეხეთი. | ||
| ფრინველის ქლამიდიოზი |
| ||
| ფრინველის მიკოპლაზმოზი | ფინეთი. | ||
| ბოცვერი | ჰემორაგიული დაავადება | ისრაელი, ყაზახეთი. | |
| ფუტკარი | ამერიკული სიდამპლე | ბელგია, ლუქსემბურგი, სამოა, სამხრეთ აფრიკა. | |
| ევროპული სიდამპლე | ნორვეგია, რუმინეთი, ჩილე. | ||
| ვაროატოზი | ავსტრალია, მაურიტანია, რეუნიონი (საფრანგეთი). | ||
შენიშვნა:
1. ამ ნუსხაში მოხვედრილია ქვეყნები, სადაც დაფიქსირებული იყო დაავადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში: 20 დღე � ჯილეხი, ცხენის გრიპი; 30 დღე � ცხენის რინოპნევმონია; 3 თვე � ფუტკრის ამერიკული სიდამპლე, ფუტკრის ევროპული სიდამპლე, ვაროატოზი; 6 თვე � ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ცხვრისა და თხის ყვავილი, მიქსომატოზი, ფრინველის ინფექციური ბრონქიტი, ნიუკასლის დაავადება, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ჰემორაგიული დაავადება, ნოდურალური დერმატიტი; 12 თვე � თურქული, ენზოოტიური ლეიკოზი, აუესკის დაავადება, ღორის კლასიკური ჭირი, ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი; 2 წელი � ვეზიკულური სტომატიტი, კონტაგიოზური პლევრო პნევმონია, ცხვრის კატარალური ცხელება (ბლუთანგი), ცხენების ინფექციური ანემია; 3 წელი � წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ღორის აფრიკული ცხელება; 4 წელი � რიფტველის ცხელება; 5 წელი � ღრუბლისებური ენცეფალოპათია, ცხვრის სკრეპი.
2. ღრუბლისებური ენცეფალოპათიის, ცხვრის სკრეპის, ცხვრის კატარული ცხელების (ბლუთანგი), რიფტისველის ცხელების, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის შემთხვევაში, შეზღუდვა წესდება იმპორტის ნებართვის გაცემაზე, პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის და მათ პროდუქციაზე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
3. მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველებისა და მათი სეს ესნ 02 ჯგუფის მეცხოველეობის პროდუქტის იმპორტზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
4. ღორის აფრიკული ცხელების და თურქულის შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გაცემის შეზღუდვა წესდება ამ ნუსხით განსაზღვრული სეს ესნ 01ჯგუფიდან ყველა პოტენციურად ამთვისებელი ცხოველის და სესესნ 02, 0407, 0408 და 41 ჯგუფის შესაბამის მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
5. აუესკის, ვეზიკულური სტომატიტის, ცხვრისა და თხის ყვავილის, ნოდურალური დერმატიტის, ინფექციური რინოტრაქეიტის და ინფექციური ვულვოვაგინტის, მიქსომატოზის, ღორის კლასიკური ჭირის, ამერიკული და ევროპული სიდამპლის შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემა იზღუდება სეს ესნ 01ჯგუფიდან პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის და სეს ესნ 02 ჯგუფის შესაბამისი მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტზე, მხოლოდ იმ ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, სადაც დაფიქსირდა დაავადება.
6. ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის, ნიუკასლის დაავადების, მარეკის, ინფექციური ბურსიტის (გამბორო) და ქოლერის შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გაცემის შეზღუდვა წესდება პოტენციურად ამთვისებელ ფრინველზე და სეს ესნ 02 და 0407, 0408, 0505 ჯგუფის შესაბამისი მეფრინველეობის პროდუქციაზე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
7. ჯილეხის, ცოფის, ბრუცელოზის (Br. Melitensis, Br. Abortus) ტუბერკულოზის, ენზოოტიური ლეიკოზის, ცხენის ინფექციური ანემიის, ცხენის გრიპის, რინოპნევმონიის, ფრინველის ინფექციური ბრონქიტის, ინფექციური ლარინგოტრაქეიტის, პულოროზის, იხვის ვირუსული ჰეპატიტის, ფრინველის ქლამიდიოზის, ფრინველის მიკოპლაზმოზის, ინდაურის რინოტრაქეიტის, ბოცვრის ჰემორაგიული დაავადების, ფუტკრის აკარაპიდოზის, ვაროატოზის დაფიქსირების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გაცემა იზღუდება მხოლოდ პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის იმპორტზე იმ მეურნეობის ტერიტორიიდან, სადაც დაფიქსირდა დაავადება.