„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№573
სარეგისტრაციო კოდი
300280000.10.003.020889
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №573

2018 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში (სსმ, №86, 15/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლში მოცემული ცხრილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“

გარდაბნის  თბოელექტროსადგური №3 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან

2021  წლის 1 იანვრამდე

გარდაბნის  თბოელექტროსადგური №4 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან

2021 წლის 1 იანვრამდე“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე