შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8772-2012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/8772-2012

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

201 8 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კოლხის“კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „კოლხის“მიმართ.  

201 8 წლის 1 ნოემბერს შპს „კოლხის“გაკოტრების მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კოლხის“საქმეში მოხდა აუქციონის შედეგად ამონაგები თანხის კრედიტორებისათვის ნაწილობრივ განაწილება, ხოლო თანხის ნაწილი განთავსებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის დამატებითი მოთხოვნის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელიც კრედიტორის განცხადებით, შეადგენს 475074,77 ლარს. აღნიშნული მოთხოვნა, კრედიტორის მითითებით, წარმოშობილია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ და მისი დიდი ნაწილი არის დღგ. სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 მაისის წერილით შპს „კოლხის“დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია გაუქმდა 2014 წლის 17 დეკემბრიდან. შესაბამისად, ამ პერიოდზე დარიცხული დღგ-ს გადასახადზე მოთხოვნის უფლება კრედიტორს აღარ აქვს. ასევე, გაკოტრების მმართველის მიერ წარდგენილ განცხადებებზე მიღებულ პასუხებში მითითებული მონაცემები არ ემთხვევა სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას შემდგეგი დღის წესრიგით: სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა; სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის განხილვა.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „კოლხის“კრედიტორთა კრება სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის განხილვის მიზნით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს „კოლხის“კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა;

1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 13 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს შპს „კოლხის“გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე      ლაშა ქოჩიაშვილი