ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27 67
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2018
matsne.gov.ge 261 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მებრძოლის გელა ოჩიაურის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 23.09.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღაროსკარში უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ნიკოლოზ თურმანაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 06.09.2019 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მალხაზ ჯღარკავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 23.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27 67 2018 წლის 21 ნოემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა, ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩას და ამავე ქუჩის პირველ ჩიხს მიენიჭოს ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპული ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელი (რუკა თან ერთვის). 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ.№1). საკრებულოს თავმჯდომარე                                                         ალექსანდრე ლილუაშვილი