ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №40 |
|
2018 წლის 21 ნოემბერი ქ. დუშეთი |
1. ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევს შეეცვალოს სტატუსი, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად და მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის – ოთარ ბურდულის სახელი.
2. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნებულ იქნეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ“?
- „ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 21.11.2018. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.152.016002.
- სად არის „ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ“, №40, 21.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4378575/