„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№228
სარეგისტრაციო კოდი
040030000.54.066.016147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №228

2018 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/08/2012, 040030000.54.066.016031) დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“  შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებზე:

ა) პილოტი-ინსპექტორი (OPS-FOI);

ბ) საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ინსპექტორი (OPS);

გ) ექიმი-ინსპექტორი/ავიასამედიცინო შემფასებელი (MED);

დ) ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი (PEL);

ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების ინსპექტორი (ATO);

ვ) საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ზედამხედველობის ინსპექტორი (AIR);

ზ) აეროდრომების  ინსპექტორი (AGA);

თ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი (DG);

ი) საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC);

კ) საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორი (ATM);

ლ) კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორი (CNS);

მ) მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორი (MET);

ნ) სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების ინსპექტორი (AIS);

ო) ფრენის პროცედურების დიზაინის ინსპექტორი (PANS-OPS);    

პ) საავიაციო რუკების ინსპექტორი (Cartographic);

ჟ) საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორი (SAR);

რ) საწაფის ინსპექტორი (FSTD-OPS, FSTD-AIR)“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. პილოტი-ინსპექტორის (თვითმფრინავი) (OPS-FOI) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან პროფესიული საავიაციო განათლება პილოტის სპეციალობით;

ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი, მათ შორის, საერთაშორისო ავიახაზებზე ფრენის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) მოქმედი პილოტის მოწმობა ინსტრუქტორის კვალიფიკაციით;

დ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 6), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების, ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

2. პილოტი-ინსპექტორის (ვერტმფრენი) (OPS-FOI)  მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან პროფესიული საავიაციო განათლება პილოტის სპეციალობით;

ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) მოქმედი პილოტის მოწმობა ინსტრუქტორის კვალიფიკაციით;

დ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 6) საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების, ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

3. საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ინსპექტორი (OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ)  ავიასაწარმოების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი შესაბამისი დანართების, საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების, ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

4. ექიმი ინსპექტორის/ავიასამედიცინო შემფასებლის (MED) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (მოქმედი);

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი და საავიაციო მედიცინის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) საავიაციო მედიცინასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 1), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc. 8984, EU-FCL-3), ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

5. ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორის (PEL) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) ავიასპეციალისტების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 1), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA)  შესაბამისი დოკუმენტების (EU №1178/2011, EC №2042/2003 (Part-66), EU №805/2011, ESSAR 5), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

6. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების ინსპექტორის (ATO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და ავიაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 1), საერთაშორისო ორგანიზაციების ( ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (EU № 1178/2011, EC № 2042/2003 (Part-66, Part-147), EU №805/2011, ESSAR 5), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა;

7. საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ზედამხედველობის (AIR) ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება ინჟინრის სპეციალობით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების (დანართები 1, 6, 8, 13), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc. 9760, Basic Regulation EC №216/2008, Regulation EC №2042/2003 (Part-66, Part-145, Part-M Part-147), EC № 1702/2003 (Part-21), ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

8. აეროდრომების  ინსპექტორის (AGA) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ინჟინრის, მშენებლის ან ელექტრიკოსის სპეციალობით;

ბ) ავიასაწარმოში შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების (დანართი 14), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, ECAC) შესაბამისი დოკუმენტების (Doc.9774), სახელმძღვანელო მასალების (Guidance Material), ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

9. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორის (DG) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება;

ბ) სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებთან, მათ შორის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების (დანართი 18), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc. 9284 An/905, Doc. 9481 A n/928), ევრორეგულაციების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

10. საავიაციო უშიშროების ინსპექტორის (AVSEC) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საავიაციო უშიშროების კუთხით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ან სამოქალაქო ავიაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი დანართების, საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, ECAC) შესაბამისი დოკუმენტების (ICAO Annex17, ICAO Doc.30), დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების (ECAC, ICAO, EU), რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა;

11. საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორის (ATM) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) მოქმედი სააერნაოსნო მომსახურების მეთვალყურის მოწმობა;

დ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 11, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

 12. კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორის (CNS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საავიაციო ან ტექნიკური განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 10, 11), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

13. მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორის (MET) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართი 3), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol, WMO) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

14. სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების ინსპექტორის (AIS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 11, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

15. ფრენის პროცედურების დიზაინის ინსპექტორის  (PANS-OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან პროფესიული საავიაციო განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

„გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 4, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

16. საავიაციო რუკების ინსპექტორის (Cartographic) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან პროფესიული საავიაციო განათლება;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

„გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 4, 15), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

17საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორის  (SAR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან  პროფესიული საავიაციო განათლება;

ბ) საავიაციო ძებნა-შველის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 2, 11, 12), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA, Eurocontrol) შესაბამისი დოკუმენტების, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკის ცოდნა.

18. საწაფის ინსპექტორის  (FSTD-OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საავიაციო განათლება პილოტის სპეციალობით;

ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება; 

გ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 1, 6), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc 9625, CS-FSTD (A/H) ცოდნა.

19. საწაფის ინსპექტორის  (FSTD-AIR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) საავიაციო განათლება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სპეციალობით; 

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; 

გ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების (დანართები 1, 6, 8), საერთაშორისო ორგანიზაციების (ICAO, EASA) შესაბამისი დოკუმენტების (Doc 9625, CS-FSTD (A/H) ცოდნა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე გაჩეჩილაძე