⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2025)
გაუქმებულია:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.11.2018
ძალის დაკარგვა 01.04.2025
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.114.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,347 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2018 მიღება
01.04.2025 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ქონება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში
ორგანიზაცია) – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში
კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დაწესებულება
ჩოხატურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – იურიდიული პირი).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირითადი აქტივის დასახელება
% ლარი
დანახარჯების   ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯები ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2018 წლის 30 ნოემბერი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის   პირველი   და   მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის   პირველი   პუნქტის   „ე.ა“   ქვეპუნქტის, 106​1 მუხლის მე-14 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესი“ (დანართი 1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი“ (დანართი 2). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის“ ფორმა (დანართი 3). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ,,ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის" ფორმა (დანართი 4). მუხლი 5🔗 დამტკიცდეს „ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის“ ფორმა (დანართი 5). მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალნსზე რიცხული) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის  მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31  აგვისტოს №31 დადგენილება. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი 1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ( ბალანსზე რიცხული ) არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა  განმარტებები 1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია. 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო  ორგანიზაციებში  ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში. 2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისიას შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. 5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები. 6. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით. 7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5🔗. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს კომისიის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო  კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№3 და №4 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№6 დანართი) (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. 3. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ. 4. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 8. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული №6 დანართის საფუძველზე (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 9. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე  პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიას. მუხლი 6🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (№3 დანართი და/ან №4 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (№5 დანართი) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. მუხლი 7🔗. ჩამოწერის  შედეგად   მიღებული  ქონების  (ჯართი,  სამშენებლო   მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ორგანიზაცია ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების  განადგურება 1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული  შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. დანართი 2 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა  განმარტებები 1. ქონება – საქართველო სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ჩოხატურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – იურიდიული პირი). 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. 2. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების  ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით. 3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში. 4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. 5. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 6. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. 7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები. 8. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით. 9. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე,  ხოლო  მისი  არყოფნისას  –  თავმჯდომარის  მოადგილე.  კომისიის  სხდომის   შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 10. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების  ჩამოწერა 1. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო  კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№3 და №5 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№5 დანართი) (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. 3. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ. 4. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს. 5. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების (გარდა მცირეფასიანი აქტივებისა) ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარედგინება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს. 6. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 7. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით. 8. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 9. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული №7 დანართის საფუძველზე (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 10. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. მუხლი 6🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (№3 დანართი და/ან №4 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (№5 დანართი) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. მუხლი 7🔗. ჩამოწერის  შედეგად  მიღებული  ქონები ს (ჯართი,  სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას დაწესებულება ახორციელებს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე. მუხლი 8🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების  განადგურება 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული  შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად უზრუნველყოფს დაწესებულება. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერაბასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. დანართი 3 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობები, გადამცემი მოწყობილობები) ღირებულების დადგენის აქტი                                                                                                                                                                                                                                                           20---- წლის მდგომარეობით ______________________________________ (ორგანიზაციის/დაწესებულების დასახელება) კომისიის წევრები:                                                                                               ვამტკიცებ:                                                                            ვადასტურებ: -------------------------------------------- --------------------------------------------                                        ------------------------------------------                                       -------------------------------- --------------------------------------------                                                        ხელმძღვანელი                                                                          აუდიტი ---------------------------------------------                                                      ---------------------------------------------                                                             ბ.ა                                                                                           ბ.ა შენიშვნა:  თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ გრ.5-დან გრ. 11-ის ჩათვლით არ ივსება . დანართი 4 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარები და სხვა ) ღირებულების დადგენის აქტი 20---- წლის მდგომარეობით ________________________________________________________________________________________ (ორგანიზაციის/დაწესებულების დასახელება)     კომისიის წევრები:                                                                                               ვამტკიცებ:                                                                            ვადასტურებ: -------------------------------------------- --------------------------------------------                                        ------------------------------------------                                       ---------------------------------- --------------------------------------------                                                        ხელმძღვანელი                                                                          აუდიტი ---------------------------------------------                                                      ---------------------------------------------                                                             ბ.ა                                                                                           ბ.ა შენიშვნა:  თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ გრ.5-დან გრ. 11-ის ჩათვლით არ ივსება. დანართი 5 ძირითადი  აქტივის  ლიკვიდაციის აქტი წლის -------------------------------------------------------- დაწესებულების  დასახელება----------------------------------------- № ძირითადი აქტივის დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი) შენიშვნა % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20  წ ------- ----------------------------- № ---------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: ---------------------------------------------------- 2.  საწყისი  საბალანსო  ღირებულება:  ------------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) -------------------------------------; ბ) -------------------------------; გ) ---------------------------------- კომისიის   დასკვნა:   ----------------------------------------------------------------------------------------- კომისიის წევრები: 1.  --------------------- 2.  ------------ 3. 4. ვამტკიცებ: კომისიის  თავმჯდომარე  ----------------------------- ბ.ა. ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა დანახარჯების   ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯები ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: - - - - - - -  - - - - - - - - - -( - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - ბუღალტერი: - - - - - - - - - - - - - - - -  " - - - -" - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 20 წელი. კომისიის თავმჯდომარე: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ბ.ა.