ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 01.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-49/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470060000.22.035.016557
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-49/ნ
2018 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, ,,ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N176 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ავტორიზებული აფთიაქის/ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკულისა) სანებართვო მოწმობა“ (დანართი №1), ,,ავტორიზებული აფთიაქის/ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკულისა) სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №2), ,,ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობა“ (დანართი №3) და ,,ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №4).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №01-20/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო